კომპანია „ამაზონი“ 10 000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
თანამშრომელთა დათხოვნა კომპანიაში მიმდინარე კვირას დაიწყება. გამოცემის ცნობით, ეს „ამაზონის“ ისტორიაში სამუშაო ადგილების ყველაზე მასშტაბური შემცირება იქნება, რომელიც კორპორატიული თანამშრომლების დაახლოებით, სამ პროცენტს შეეხება.
კერძოდ, სამუშაო ადგილები შემცირდება ხმოვანი კონტროლის მოწყობილობების, Alexa-ს მწარმოებელ განყოფილებაში, ასევე ადამიანური რესურსების მართვისა და საცალო გაყიდვის განყოფილებებში.
სააგენტო „როიტერის“ წყარო თანამშრომლების შემცირების მიზეზად გაურკვეველ მაკროეკონომიკურ გარემოს ასახელებს.














კომენტარები