• რეკლამა
  • კონტაქტი
11:43, პარასკევი, 9 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამათ ზელენსკი თვალში ეპატარავებათ… ეგენი ივანიშვილის მომხრეები კი არა, მისი მტრები არიან“ – ვალერი გელბახიანი

ალია ავტორი - ალია
18:43 10-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,955

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.

– ბატონო ვალერი, როდესაც ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წევრების შესაძლო დასანქცირებაზე დაიწყო საუბარი, ერთ-ერთი პირველი იყავით, რომელმაც „ალიას“ განუცხადა, რომ ეს გარდაუვალი იქნებოდა და დროის საქმე იყო.  უკრაინის პრეზიდენტის სანქციებს რამხელა მნიშვნელობა აქვს და რა საერთაშორისო ეფექტი მოჰყვება  მას?

– მოდი, ასე ვთქვათ,  ეს კია უკრაინის, ერთი სახელმწიფოს გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ჩემი აზრითაც და ლოგიკითაც ასეა, რომ უკრაინის ხელისუფლება ამ სიას მიაწვდის ევროკავშირს, ამერიკას და დიდ ბრიტანეთს. შესაბამისად, ისინიც განახორციელებენ იმ პირთა სანქცირებას, რომლებიც უკრაინამ დაასანქცირა. ეს იყო ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ან დაანებებს რუსეთთან ფლირტს თავს, რუსეთ-უკრაინის ომის დროს აღარ იქნება რუსეთის გულშემატკივარი და ზოგჯერ  ფარული, ზოგჯერ ღია მოკავშირე, ზოგიერთ შემთხვევაში, მისი დამხმარეც კი,  როდესც რუსეთის სანქცირებული ტვირთები გაედინება ქართული პორტების, სახმელეთო და საჰაერო გზით. საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ და დაასრულებს ამ მახინჯ ერთპარტიულ ავტოკრატიულ მმართველობას ქვეყანაში.  არ გააკეთებს ამას და შემდეგი ნაბიჯი იქნება ივანიშვილისა და მისი ოჯახის დასანქცირება. ასევე, ეს არაპირდაპირი მინიშნება იყო იმისა, რომ სააკაშვილი გაუშვას უცხოეთში სამკურნალოდ და გადაუვადოს სასჯელის აღსრულება. ეს ერთგვარი ტესტია ივანიშვილისთვის. აქამდე ყური არ შეიბერტყა. უამრავი განცხადებები, მოწოდებები იყო ევროკავშირის ლიდერების, მისი წევრი ქვეყნების ლიდერების, ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდან, რომ უარი ეთქვა ხელისუფლების უზურპაციაზე და რუსეთთან გაეწყვიტა ის სახიფათო კავშირები, რომელიც ისევ მას და მის გარემოცვას დააზარალებდა. ყური არ დაუგდო არავის და ჯიუტად აგრძელებდა თავისას. ჰოდა, ლოგიკურად დადგა ის შედეგი, რაზედაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. ეს არის დასაწყისი, თუ ივანიშვილი არც ახლა გამოიბერტყავს ყურებს, მას და მისი ოჯახის წევრებსაც დაასანქცირებენ და ხელისუფლების წარმომადგენლებსაც – მინისტრებს და მათ მოადგილეებს, პარლამენტის დეპუტატებს, მოსამართლეებსა და პროკურორებს. ვინც სანქცირებულთა სიაში მოხვდება, ჩათვალე, რომ ეგენი სამომავლოდ ყველანი საბრალდებო სკამზე დასხდებიან, ყველას გაასამართლებენ. ცხადია, მაშინ, როდესაც ეს ხელისუფლება შეიცვლება.

– ბიძინა ივანიშვილის მომხრეები გულს იკეთებენ, რომ ეს მხოლოდ ზელენსკის, უკრაინის, ერთი ქვეყნის სანქციებია და ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ეს არ არის ერმაკი-მაკფოლის ჯგუფის სია, რომელიც თითქმის ერთი-ერთში გადააქვთ ამერიკას, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს და ამ სიაში მოხვედრილებს ასანქცირებენ. ასეა?

– სადამდე გაიკეთებენ გულს და დაიმშვიდებენ თავს? იმის ნაცვლად, რომ ეს ცეცხლი ჩააქრონ, რომელიც ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების თავზე ტრიალებს, უფრი აგიზგიზებენ. ზელენსკი თვალში ეპატარავებათ და უკრაინასაც მუდმივად აგდებით მოიხსენიებენ. იმ უკრაინის გამო რუსეთი და ყველა რუსი ოლიგარქი დაასანქცირეს, პუტინის შვილები არ დაინდეს. მარტო ერმაკი-მაკფოლის ჯგუფი კი არა, უკრაინის ხელისუფლებაც აძლევდა ამერიკას და ევროკავშირს დასასანქცირებელი ხალხის სიას და კიდევაც ასანქცირებდნენ. ეგენი ბიძინა ივანიშვილის მომხრეები კი არა, რეალურად, მისი მტრები არიან. სასურველის რეალობად წარმოჩენას ცდილობენ და ეს ყოველთვის ცუდად სრულდება – რეალობა ძალიან მწარე აღმოჩნდება ხოლმე და ამჯერადაც ასე მოხდება. ეს უკრაინის სანქციები, უკვე წასულია ევროკავშირშიც, დიდ ბრიტანეთშიც და ამერიკაშიც და ვიდრე წავიდოდა, მანამდე სიტყვიერი შეთანხმება იყო მათთან, რომ ამ პირებს მალე დაასანქცირებენ. დღეს უკრაინა ომშია, უკრაინის გვერდით დგას მთელი ცივილიზებული სამყარო და ამ სამყაროს რომ უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილი, რას ფიქრობს, მას ბრძოლას მოუგებს? რა გადაწყვეტილებასაც უკრაინის ხელისუფლება იღებს, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის გადაწყვეტილება, ეს არის დასავლეთის გადაწყვეტილება. ამ იდიოტებს ჰგონიათ, რომ ეს მარტო ზელენსკის გადაწყვეტილებაა და ჩვენ ვერც ვერაფერს ვცვლით, ვერ ვაგებინებთ, რეალურად რაშია საქმე, მიდიან თავიანთი გზით. ეს გზა კი ძალიან დამოკლდა. თუ ასე გააგრძელეს, მალე გავლენ გზის ბოლოში და იქ დახვდებათ სანქციები ივანიშვილისთვისაც და თავიანთთვისაც. დამიჯერე, ახალ წლამდე, ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად დაასანქცირებენ.

– უკრაინის ხელისუფლების სხვა და სხვა წარმომადგენლებმა ამ ხალხის დასანქცირების ორი მთავარი მიზეზი დაასახელეს, უფრო კონკრეტულად, განაცხადეს, ამის მერე გადაწყდა მათი დასანქცირებაო. ერთი, რომ ირანიდან  საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, გაატარა რუსული თვითმფრინავები, რომლებიც ირანული „დრონებით“ იყო დატვირთული და მერე ამ „დრონებით“ დაბომბა რუსეთმა უკრაინის ქალაქები და მეორე, ევროსაბჭოში საქართველომ მხარი არ დაუჭირა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას. ვფიქრობ, უკრაინის სპეცსამსახურებს სხვა მიზეზებიც ექნებათ, რომლებიც ჩვენ არ ვიცით.

– ბუნებრივია, რომ უკრაინის სპეცსამსახურები ჩართულნი იყვნენ იმ პირების შესახებ ინფორმაციის მოგროვებაში, ვინც დაასანქცირეს და ისიც ლოგიკური ვარაუდია, რომ რუსეთის სასარგებლოდ თანამშრომლობდნენ. არ დაგავიწყდეს, უკრაინის სპეცსამსახურებს ეხმარებიან დიდი ბრიტანეთის, ამერიკის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეცსამსახურები და ეს მარტო სამხედრო ინფორმაციის მოპოვებით არ შემოიფარგლება. სამხედრო ხასიათის მასალების საქართველოს გავლით რუსეთში გატანას რაც შეეხება, ადრე იყო ამაზე ლაპარაკი უკრაინის დაზვერვის მხრიდან, მაგრამ მაშინ ფაქტები არ დაუდიათ. სამწუხაროდ, ამათგან არ გამიკვირდება, რომ ესეც ჰქონდეთ გაკეთებული. რუსული ხელისუფლება გვიზის ქვეყანაში და მაგათგან რა უნდა გაგიკვირდეს? რეალურად, უფრო მეტი ხდება, ვიდრე ჩვენ გვგონია. ბიძინა ივანიშვილზე ცალკე გროვდება ინფორმაცია, ამაში დარწმუნებული ვარ. მე, როგორც ყური მოვკარი, ბიძინას რუსეთში კომპანიები რომ აქვს, ამ ეტაპზე მათ შესახებ გროვდება ინფორმაცია. ეს კი იძახის, არ მაქვს რუსეთში ბიზნესიო, მაგრამ აქვს და დაუდგენენ და გამოუქვეყნებენ კიდეც რუსეთთან სრულ ფინანსურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს.

– ბიძინა ივანიშვილს, რუსეთში საკუთარ სახელზე ბიზნესი, ჯერჯერობით, არ უფიქსირდება. სხვა პირებზე აქვს გადაფორმებული?

– ჰქონდეს მერე, რა პრობლემაა? რამდენ რუს ოლიგარქს და პოლიტიკოსს  დაუყადაღეს ქონება, რომელიც სხვა პირზე ჰქონდა გაფორმებული? ძალიან ბევრს. ეს არის  სხვა, მესამე  პირზე აფილირებული ქონება, ასე ვთქვათ. აფილირება ნიშნავს, რომ სხვაზეა გაფორმებული კონკრეტული ქონება, მაგრამ სინამდვილეში შენია. ეგრე, სხვა პირებზე გადაფორმებული მილიონობით დოლარის ქონება ჩამოართვეს რუს ოლიგარქებს, პოლიტიკოსებს, ჩინოვნიკებს და კრემლის პროპაგანდისტებს, დაუყადაღეს და მერე გაუყიდეს. ზოგი დაყადაღებულია და მომავალში გაიყიდება. ივანიშვილს ეს თუ დაუმტკიცეს, ეს კიდევ ერთი მიზეზი იქნება სანქცირებისა. ხოლო მერე, რაც ევროპაში, ამერიკაში და ზოგადად, იმ ქვეყნებში რაც ფული და ქონება აქვს, რომლებიც რუსეთის მიმართ სანქციებს არიან მიერთებულნი, ყველგან დაუყადაღებენ და მერე ჩამოარმევენ.

– ხელისუფლების წევრები, როცა დასჭირდებათ, აცხადებენ, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, აღარ ერევა პოლიტიკაში და რიგითი მოქალაქეა. არადა, გაიგეს თუ არა, ივანიშვილის ნათესავები და მეგობრები დაასანქცირესო, ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ, თეა წულუკიანმა, „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებმა, უკრაინის ხელისუფლების ლანძღვა და ბიძინა ივანიშვილის დაცვა დაიწყეს. ძალიან გულმოდგინედ ხომ არ იცავენ რიგით მოქალაქეს მოსალოდნელი სანქციებისგან?

– კარგი, რა. მაგათ ის ადარდებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა რიგში ჩააყენეს და ეს თუ მოხდა, დამთავრებულია მაგათი საქმე, დამთავრდება „ქართული ოცნება“ და მორჩება მაგათი ბოგინი. ისიც ადარდებთ, რომ თავადაც ამ სანქციების კანდიდატები არიან და ეს თუ მოხდა, როგორც გითხარი, მერე სისხლის სამართლის წესით გასამართლდებიან. ამ სისულელეების ლაპარაკით აღარ დაიღალნენ? სკოლის მოსწავლეს ვეღარ მოატყუებენ, როცა ამბობენ, რომ  ბიძინა პოლიტიკიდან წავიდა და ხელისუფლებას ის აღარ მართავს. მერე, ბიძინას ამ ვითომ დაცვაში, ხან ამერიკას ლანძღავენ, ხან ევროკავშირს და ხან – ორივეს ერთად. ამით კიდევ უფრი ძაბავენ მათთან ურთიერთობას, იმ ცეცხლს კიდევ უფრი აღვივებენ და მათი ეს უხამსი რიტორიკა, როგორ დაუბრუნდებათ უკან ხურდაში, ამაზე არ ფიქრობენ. ამით ბიძინას  და საკუთარი თავების დასანქცირების დღეებს აახლოებენ. არ ჰყოფნით ახლა  ტვინი, ამას რომ მიხვდნენ და რა ვქნა? მერამდენედ ვამბობ უკვე, მაგრამ არ ესმით. ცივი წყალი დალიოს ყველამ ცხელ გულზე, ჩვენ სეირს ვუყუროთ გარედან.

 

 

თეგები: ვალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო გამორჩეული მასტერკლასების სერიას სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო გამორჩეული მასტერკლასების სერიას სთავაზობს

13:30 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved