• რეკლამა
  • კონტაქტი
15:42, სამშაბათი, 24 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ამაში დარწმუნებული ვარ და დასამალიც არაფერია… უკვე საკმარისია! ჩვენ ბიძინა ივანიშვილს პასუხი უნდა გავცეთ!” – კახა მიქაია

ალია ავტორი - ალია
22:59 11-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27,713

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, კახა მიქაია.

–ბატანო კახა, თამაზ გინტური რუსმა ოკუპანტებმა საკუთარი სოფლის ეკლესიასთან მოკლეს.  აღვშფოთდით, გავბრაზდით, მერე ვიგლოვეთ, დავკრძალეთ და ისევ ჩვეულ, ძველებურ მდგომარეობას დავუბრუნდით. ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს? აქვე დავამატებ, ამ მცოცავი ოკუპაციით, ერთი ცხინვალის ტოლი ტერიტორია უკვე მიითვისეს რუსებმა და ოსებმა. სად გვყავს ხელისუფლება? 

–პასუხისმგებლობა პირველ რიგში ხელისუფლებას ეკისრება. ცხადია, საზოგადოებასაც, მაგრამ პირველ რიგში ხელისუფლებას. ხელისუფლება, რომელიც ვერ ბედავს ცხონებული თამაზ გინტურის დაკრძალვაზე ჩასვლას, იგნორირებას უკეთებს ამ ფაქტს, პრემიერ–მინისტრი, რომელიც ვერ ბედავს თქვას, რომ კი არ გარდაიცვალა თამაზ გუნტური, არამედ რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს, ასეთ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი არსებობს–ხელისუფლება უნდა შეიცვალოს! ვიდრე რუსეთიდან მართული „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, საოკუპაციო ხაზთან ვითარება არ შეიცვლება, არც მკლელობები და ხალხის გატაცება შეწყდება და ვერც ვერავინ მოსთხოვს ამისთვის პასუხს რუს ოკუპანტებს და ოს სეპარატისტებს. ხელისუფლების შეცვლამდე, არც საზოგადოების მხრიდან ველი განსაკუთრებულ აქტიურობას, რომ მაგ კუთხით რადიკალურად შეიცვალოს რაიმე. თუმცა საზოგადოება მაინც აქტიურია, მისი აქტიურობა რომ არა,  საკუთარ პოზიციას მკაფიოდ და ხმამაღლა  რომ არ აფიქსირებდეს, კიდევ უფრო ცუდად იქნებოდა საქმე. რუსეთის „ნამესტნიკი“ ხელისუფლება თამაზ გინტურს არ იგლოვებს, პროტესტსაც არ გამოხატავს და სიტყვიერადაც ვერ დაუპირისპირდება რუსეთის ხელისუფლებას. მოკლედ, ხელისუფლებაა შესაცვლელი, რომ ქვეყანაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალოს.

მხოლოდ რუსეთზე აპელირება „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ქვაკუთხედია, ეს არის „ქართული ოცნების“ სახე. ხელისუფლება ყველაფერს აპროტესტებს, გარდა რუსეთის აგრესიული ქმედებებისა საქართთველოსა და მისი მოქალაქეების მიმართ. რუსეთის „ნამესტნიკი“ ხელისუფლების აპელირება, იმაზე რომ თამაზ გინტური დამნაშავეა, რომ მას არ უნდა შეენგრია ეკლესიის კარები, შიგნით არ უნდა შესულიყო და არ უნდა ელოცა, ერთ რაიმეზე მეტყველებს–ხელისუფლებაშია რუსეთი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვლება. მანამდე კი, არავის არ უნდა გაუკვირდეს რუსეთის მიმართ ჩვენი ხელისუფლების პირმოთნე და მაამებლური პოლიტიკა და ასევე მისი მხრდამჭერების მხრიდან ზუსტად იგივე დამოკიდებულება რუსეთისადმი,  მათ შორის, ქართველის მკვლელი, 2008 წლის ომის მონაწილე ვაჟკაცის მკვლელი რუსი ოკუპანტიჯარისკაცებისადმი. ეს ხალხი ამ ხელისუფლების ნაწილია, ზოგიერთები „ქართული ოცნების“ მომხრე პარტიებს წარმოადგენენ, ზოგი თავად ხელისუფლებას, ზოგს რაღაც სარგებელი აქვს ამ ხელისუფლებისგან. მათი ცალკე განხილვა შეუძლებელი და წარმოუდგენელია.

–ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით “გორბმა“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. „ქართულ ოცნებას“ 55% აქვს, „ნაცმოძრაობას“ გიორგი ვაშაძიანად –20%. არც ერთსხვა პარტიას არ აქვს 5%, რაც საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის გადასალახავად აუცილებელია. რა ხდება?  გვაგუებენ, რომ მომავალ პარლამენტში მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ იქნებიან და ვერც ერთი სხვა ოპოზიციური პარტია ვერ გადალახავს ბარიერს?

–რა თქმა უნდა,“გორბის“ ამ კვლევით დაიწყო საარჩევნი კამპანია. ხელისუფლება ისევ იმ ნარატივს შემოგვთავაზებს, ისევ „ქოც-ნაცურ“ დაპირისპირებას, პოლიტიკურ პინგ–პონგს. ისევ იქნება პროპაგანდა, რომ ჩვენ თუ არ მოგვცემთ ხმას, ისევ „ნაცები“ დაბრუნდებიან… თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ  ხელისუფლებას 2024 წელს არ მიეცემა იმის საშუალება, რომ ამ პროპაგანდით „დააბოლოს“ ხალხი, ამ გზით დარჩნენ ხელისუფლებაში და ძირი გამოუთხარონ ჩვენს ევროპულ მომავალს. ევროკომისიამ  რეკომენდაცია გაგვიწია  ევროკავშირთან, რომ ამ ორგანიზაციის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვცენ. მე მჯერა, რომ 15 დეკემბერს ამ სტატუსს მოგვცემენ.  მიუხედავად იმისა, რომ პარტიებს კიდევ სჭირდებათ გაძლიერება, საზოგადოებას სჭირდება უფრო მეტი მოტივაცია და ძალისხმევა, მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული – „ქოცურ–ნაცური“ ნარატივით ეს  ორი, საქართველოს მოღალატე პარტია ვერ შესძლებს ისტორიის ჩარხის უკან დაბრუნებას და 2024 წელს დასრულდება მათი პოლიტიკური პონგ–პონგი საქართველოში. ამის საფუძველს მაძლევს ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ევროკომისიამ და რომელსაც დეკემბერში მიიღებს ევროკავშირი. მიღებული გადაწყვეტილება ერთ რაიმეზე მეტყველებს. ევროპამ არ გაწირა თავისი ორგანული ნაწილი, ჩვენ ვართ ევროპელები, ჩვენი ადგილია ჩვენს ისტორიული ნავსაყუდელში–ევროპაში. 2024 წლის არჩევნები იქნება არჩევანი ევროპულ ცივილიზაციასა და რუსულ სიბნელეს შორის, სადაც ევროპული არჩევანი აუცილებლად გაიმარჯვებს. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

–2003 წელს  შევარდნაძის ხელისუფლებას არ „გაუტარეს“ გაყალბებული არჩევნები და ამას რევოლუცია მოჰყვა. ამჯერადაც რევოლუცია მოჰყვება გაყალბებულ არჩევნებს?

–დღეს დღის წერიგში დგას მთავარი საკითხი–ჩვენან ვხდებით ევროპის ნაწილი  ან არა. ეს მომავალ არჩევნებზეა დამოკიდებული.  ქვეყნის ბედი, მისი მომავალი  გადაწყდება 2024 წლის არჩევნებზე. ამ კუთხით უნდა შევხედოთ მომავალ არჩევნებს.საქართველო უნდა იყოს ევროკავშირისა და ნატო–ს წევრი. რუსეთის პოლიტიკური ორბიტიდან თავდახსნის ალტერნატიული  გამოსავალი არ არსებობს. ცალსახად და არა ორაზროვნად მინდა ვთქვა– ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბებას, ამომრჩევლებზე ზეწოლისა და შანტაჟს,  აუცილებლად მოჰყვება ის, რაც 2003 წელს მოჰყვა შევარდნაძის ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბებას. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და დასამალიც არაფერია. არავინ „გაუტარებს“ ბიძინა ივანიშვილს არჩევნების გაყალბებას, კიდევ ერთ თავნებობას, არავინ აპატიებს. საკუთარი შვილების, შვილიშვილებისა და ახალი თაობის მომავალს, ამ ქვეყნის მომავალს, ერთი მუჭა ღორმუცელა პოლიტიკური კასტის ვნებებს ქართული საზოგადოება არ გადააყოლებს. დიახაც,  თუ  ხალხს სხვა კანონიერი გზა არ დაუტოვეს, გამოვა გარეთ და მოსახდენს მოახდენს, რისი უფლებაც ასევე კანონით აქვს მინიჭებული.

–ბოლოს და ბოლოს, ოდესმე უნდა მივხვდეთ, რომ ეს ქვეყანა ერთი კაცის ჯიბეში ჩასადები არ არის, რომელიც სახლში ზის და მარიონეტებით მართავს ქვეყანას? 

–ჩვენ არ ვართ ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოსაზღვრული ტერიტორია, ჩვენ ვართ სახელმწიფო. არ შეიძლება იმ შეურაცხყოფის ატანა, რაც ბიძინა ივანიშვილმა მიაყენა ქართველ ერს, ქართულ სახელმწიფოებრიობას. უკვე საკმარისია! ჩვენ ბიძინა ივანიშვილს პასუხი უნდა გავცეთ!

თეგები: კახა მიქაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

13:51 02-24-2026
ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი

12:04 02-24-2026
სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა – სადამდე გამყარდება ლარი?

16:59 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved