,,ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
,,ნუ აბრალებთ , ნუ იბრალებთ და ნუ ფარისევლობთ !!!
ზვიად გამსახურდიას გარდა – არცერთი მთავრობა ან ხელისუფლება არ ყოფილა არც ეროვნული , არც პატრიოტი , არც ქრისტიანული , არც პატიოსანი და არც კანონიერი !!!
სამწუხაროდ ხელისუფლებაში მუდამ ის ხალხია – თავის დროზე მათმა ბაბუებმა ილია რომ მოკლეს , შემდეგ მამებმა ზვიადი მოკლეს , ხოლო დღეს მათი შვილები საქართველოს კლავენ !!!
ყალბი მართლმადიდებლობა , ყალბი სიყვარული ეკლესიისადმი , ყალბი ქართველობა , ყალბი ეროვნულობა , ყალბი მწუხარება და ყალბი სიხარული !!!
ამ დიდ სიყალბეში აცხოვრებენ საქართველოს 1992 წლიდან დღემდე
აი როგორც კი ვინმე ეროვნული,ქართული, პატიოსანი გამოჩნდება – იმწამსვე როგორც სვავები და გიენები , ისე დაესევიან , ჯერ ტალახს ესვრიან , სახელს შეულახავენ,ტლოლებს დაასევენ , მორალურად სპობენ და თუ ეს არ გამოუვიდათ – ფუზიკურად ანადგურებენ !!!
დიახ – ეს მოღალატეთა კლანი აზის თავზე მთელს საქართველოს 1992 წლიდან , ეს კლანი ძარცვას და ანადგურებს ქვეყანას , ეს კლანი მტრობს ქართველობას !!!
ჯერ იყვნენ ბაბუები , შემდეგ შვილები , ახლა შვილისშვილები – გენეტიკურად მოღალატეთა სახელები იცვლება , მაგრამ რაოდენობა მატულობს !!!
სამწუხაროა მაგრამ რეალობა – ერთ დროს თავმოყვარე და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები ცხვრის ფარად აქციეს , რომლებიც ხბოს აღტაცებით შეცქერიან ფულიან ბატონებს და მათი ხელიდან მუდმივად მოწყალების მომლოდინე მასად იქცნენ !!!
ილია , ზვიადი და მერაბი დღეს ცოცხლები რომ იყვნენ ხელმეორედ მოკლავდნენ და თან ისე რომ ქვეყნის მოღალატეებად გამოაცხადებინებდნენ თავიანთ პროპაგანდისტულ არხებს !!
P.S. სხვათაშორის ამას ვწერ ადამიანი, რომელსაც მთავრობიდან წამოსვლა პატრიარქის და ეკლესიის დაცვის გამო მაიძულეს ( ფაქტებს დაგიდებთ) – დღეს კი ეს პატრიარქის და ეკლესიის მაგინებლები ნიანგის ცრემლებს ღვრიან(სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს რომ შესანიშნავი მსახიობები არიან)
დასასრულს მხოლოდ ერთი რამ მინდა ვკითხო ამ ფარისევლებს – კარგი მე მატყუებთ , ჩვენ გვატყუებთ , მთელს საქართველოს ატყუებთ , მაგრამ მართლა გჯერავთ რომ ღმერთსაც მოატყუებთ”














კომენტარები