• რეკლამა
  • კონტაქტი
20:38, პარასკევი, 11 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამას კარგად ხვდება დასავლეთი და მზად არის, საქართველოში ხელისუფლების შეცვლას ხელი შეუწყოს – რატომ დარჩა ერთადერთ იმედად სააკაშვილი?“

ალია ავტორი - ალია
20:25 07-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,401

ანი დვალიშვილი

ამინდის დათბობასთან ერთად, ტემპერატურამ ქართულ პოლიტიკაშიც იმატა. რეგიონებში გასულ ნაციონალურ მოძრაობას, ადგილობრივებიც მოსვენებას არ აძლევენ. ჰო, არ შეგვშლია, უმეტესად ადგილობრივები და არა აქტივისტები და ახლავე გეტყვით, რატომ. საგარეჯოში მომხდარი აურზაურის შემდეგ, ერთ-ერთ იქაურ მაღალჩინოსანს შევეხმიანეთ და მან სწორედ ასე აგვიხსნა – პარტიის აქტივი არაფერ შუაშია, ნაციონალებს ადგილობრივები ერჩიანო.

„ხომ ვერავინ უარყოფს, რომ ბოლო არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო და რეალურადაც, მმართველ პარტიას ნებისმიერ რეგიონში, ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს?! ჰოდა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, ოპოზიციური არხების ჟურნალისტები, ერთ დღეს გამოდიან ტელევიზიით და ამ მხარდამჭერებს სამშობლოს მოღალატეებს ეძახიან,  დედის გინებაზე უარესია ეს, სამშობლოს გაყიდვაში კაცს რომ ბრალს დასდებ. მერე ჩადიან ადგილებზე და უკვირთ, ხალხს აგრესია რატომ აქვსო. ანუ, მათ აქვთ უფლება, ხალხს ყველაფერი აკადრონ და ხალხმა თუ გააპროტესტა, მოძალადეები არიან. ფსიქოლოგიური ძალადობა არ არის ის, რასაც ყოველდღიურად ტელევიზიებიდან ვისმენთ? დამიჯერეთ, რომ არა საჯარო მოხელეები, ხალხი მართლა გადაუვლიდა ოპოზიციას. საჯარო მოხელეები იქ იმიტომ არიან, რომ მოსახლეობის აგრესია შეაკავონ“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.

ის, რომ მოსახლეობის არც თუ მცირე ნაწილი, ნაციონალებზე გაბრაზებულია, დავიჯერებთ, მაგრამ ის, რომ მმართველი ძალის გარეშე ხდება ეს ყველაფერი, ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ გიყვებით იმას, რაც არაფერთმა ადამიანმა თქვა… თუმცა, ისიც ფაქტია, სანამ აგრესიული ქმედებები დაიწყებოდა, „ალიამ“ (სხვათა შორის, მხოლოდ „ალიამ“) დავაანონსეთ, რომ ხელისუფლება აგრესიულ ქმედებაზე გადავიდოდა და გადავიდა კიდეც. ყველაზე საინტერესო ამ ამბავში ის გახლავთ, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ეს ყველაფერი მოსწონს და… ისიც გემახსოვრებათ, ცოტა ხნის წინ რომ ვთქვით, ნაციონალები რეგიონებში უფრო დიდ აქტივთან ერთად დაიწყებენ მოძრაობას თქო და აკი, საგარეჯოში 20 მანქანით ჩავიდნენ და ყველა მათგანში კარგად ნავარჯიშები ბიჭები ისხდნენ, მაგრამ რამდენიც არ უნდა წაიყვანოს ნაცმომ რეგიონებში, ხელისუფლებას მაინც ვერ აჯობებს და წინ კიდევ ბევრი ცემა-ტყეპა იქნება. არის კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო დეტალი, რომელზეც „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გვესაუბრება:

„მაგალითისთვის, თბილისი-პრაიდი აიღეთ. მისი ორგანიზატორები დიდი ხნის განმავლობაში ამბობდნენ, რომ ჩვენთვის შევიკრიბებით, არანაირ მსვლელობას არ ვაწყობთ და გვაცადეთ ლისის ტბაზე ერთმანეთს იდეები გავუზიაროთო. ეს ხელთათმანის სროლა იყო, გამოწვევა იყო და იმიტომ შეიკრიბა ამდენი ხალხი. რომ არ დაეანონსებინათ, ისე რომ შეკრებილიყვნენ, გაიგებდა ვინმე? მაგრამ, მათ ხმაურის გამოწვევა სურდათ. ზუსტად ასე იქცევიან ნაციონალებიც, რამდენიმე დღით ადრე, მათი აქტივი კონკრეტულ რაიონში ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, სად მიდის ლევან ხაბეიშვილი, რომელ სახლს ესტუმრება, რამდენი იქნებიან და ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ ხმაური გამოიწვიონ. ანუ, ოპოზიციას და არასამთავრობოებს, დაპირისპირება სურთ, ხელს აძლევთ და ხელისუფლებაც უკან არ იხევს“, – გვეუბნება „ოცნების“ წარმომადგენელი.

რეგიონებში კონფერენციებს „ოცნებაც“ ატარებს და კობახიძე-კალაძე-სამხარაძის სამეული თამამად დადის ყველგან. ეს გასაგებიცაა – ისინი აქტივთან შეხვედრას დახურულ სივრცეში მართავენ და სიებს ადგილობრივი თვითმმართველობა მთელი სიმკაცრით ადგენს. თითოეულ ადამიანზე პასუხისმგებელი არიან ადგილობრივი თანამდებობის პირები და ამიტომაცაა, ჯერჯერობით არანაირი ინციდენტი რომ არ მომხდარა. მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, ირაკლი კობახიძე ისევ იმას ამბობს, რომ დასავლელი პარტნოიორები დღევანდელი ხელისუფლებისგან პირდაპირი მინიშნებით ითხოვდნენ და ითხოვენ მეორე ფრონტის გახსნას, რის შემდეგაც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გარანტირებული ექნება. რეალურად კი, ხელისუფლება მზად არის იმისთვის, რომ სტატუსზე უარი მიიღოს და ყველანაირად ცდილობს, ეს ახსნას არა იმით, რომ ქვეყანა არ არის მზად ამისთვის, არამედ იმით, რომ საქართველო არ ასრულებს ევროკავშირის მოწოდებას მეორე ფრონტის გახსნასა და სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. მოკლედ, „სტო პერიოდს“ იჭერს.

როგორც ექსპერტები გვეუბნებიან, ევროპელები მიხვდნენ, რომ სანქციები ისეთი ეფექტით არ მუშაობს, როგორსაც ისინი ელოდნენ, რომ რუსეთმა საკუთარი რესურსების ხარჯზე მოახერხა არამარტო გადარჩენა, არამედ სერიოზული არეულობა შეიტანა მსოფლიო ბაზარზე და რაც მთავარია, უკვე დაწყებული გვალვების გამო, ჩინეთი, ინდოეთი, ეკვადორი, ბრაზილია და სხვა დიდი ქვეყნები, არ მალავენ, რომ მოსავალი ძალიან ცუდი იქნება და… რუსული მარცვლეულის იმედად დარჩებიან. რუსეთის კლიმატი კი მარცვლეულისთვის საუცხოოა. რეკორდულ მოსავალსაც ელოდებიან და მარცვლეულით ვაჭრობა ნებისმიერ თემაზე რომ შეიძლება, კარგად მოგეხსენებათ. სწორედ ამიტომ, ევროპა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა ბოლომდე არ გაიფუჭოს და აღარავინ ახსენებს უკრაინულ მარცვლეულს, რადგან… ვარაუდობენ, რომ უკრაინული მარცვლეულის წილი მსოფლიო ბაზარზე 72%-ით შემცირდება, ანუ პრაქტიკულად გაქრება.

ისევ ქართულ პოლიტიკას დავუბრუნდეთ. როგორც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გვეუბნებიან, ისინი რეგიონებში შეხვედრების შეჩერებას არ აპირებენ და იგივეს გააკეთებენ, რაც საგარეჯოში მოიმოქმედეს – გაზრდიან აქტივის ოდენობას და შეეცდებიან სერიოზული წინააღმდეგობა გასწიონ. მისივე თქმით, ქვების სროლა საგარეჯოში თითქმის არ ყოფილა, მოსახლეობა კვერცხებს და… კაკალს ისროდა, თუმცა მერე და მერე, ქვებიც გამოურიეს და უკან არც ნაცმოს აქტივს დაუხევიათ – მათაც ისროლეს, რაც ხელში მოხვდათ. მომავალი აქტივობისთვის მზად არიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც და ზუსტად იციან, რომ არ დაისჯებიან და არ დაისჯებიან არა იმიტომ, რომ ამას ვინმე დაპირდათ, არამედ იმიტომ, რომ ჯერჯერობით არ დასჯილა არავინ. ოპოზიციას დასისხლიანებული სახეების გატელევიზორება ძალიან აწყობს, მაგრამ ჯერჯერობით, არც ისეთი რამ მომხდარა, საერთაშორისო რეზონანსი რომ მოჰყოლოდა. ახლა ალბათ ყველაზე ლოგიკურია, ვანო მერაბიშვილის ფრაზა „ორი გვამი მინდა“ გავიხსენოთ, რადგან ოპოზიციისთვის ახლა სწორედ ორი გვამია საშველი, სხვანაირად, ისინი დადიან რეგიონებში, აგინებენ, სცემენ, როგორც ახერხებენ და უკან მოდიან. საპენსიო რეფორმის მოსახლეობისთვის გაცნობა და მომავალი არჩევნებისთვის პროგრამის წარდგენა, ცოტა არ იყოს, სასაცილოა.

რეალობა ასეთი გვაქვს – ოფიციალურად ხელისუფლება ევროპისკენ მიდის, არაოფიციალურად, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთი არ გააბრაზოს და ეს გადასარევად გამოსდის. ამას კარგად ხვდება დასავლეთი და მზად არის, საქართველოში ხელისუფლების შეცვლას ხელი შეუწყოს, მაგრამ უნიათო ოპოზიციის ფონზე, ამის გაკეთება წარმოუდგენლად ჩანს და ერთადერთ იმედად… მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მოსჩანს, რომლისკენაც ნელი, მაგრამ აშკარად მტკიცე ნაბიჯით მიდის სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
ახალი ამბები

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

16:07 07-11-2025
სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved