• რეკლამა
  • კონტაქტი
11:33, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამ სეზონზე გრიპით და რესპირაციული დაავადებებით გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
10:39 01-13-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
283

ამ სეზონზე, გრიპით და რესპირაციული დაავადებებით გარდაცვალების შემთხვევა საერთოდ არ ყოფილა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ქვეყანაში გავრცელებულია A ტიპის გრიპის ორი ქვეტიპი – ერთი არის H3N2 და მეორე H1N1, რასაც “ღორის გრიპს” ვეძახით. ამ ორი ქვეტიპის გავრცელების მაჩვენებელი დაახლოებით ერთნაირია. მათი გავრცელების პირველი პიკი იყო დეკემბერში, მაშინ, როდესაც უფრო მეტად იყო კლინიკები გადატვირთული, ახლა ეს მაჩვენებელი შედარებით შემცირებულია, თუმცა მაინც ბევრია.

კორონავირუსის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს და კლინიკური ჯგუფის ყურადღების საგანი გრიპია. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი იქნება, გრიპზეც გაკეთდეს ტესტი. თუ გრიპზე ტესტი დადებითია, ისევ ოჯახის ექიმის რეკომენდაციით, თუ ჩვენება იქნება, დაწყებული იყოს ანტივირუსული მკურნალობა პრეპარატ “ტამიფლუთი”, ეს ყველას არ სჭირდება, მძიმე, რისკის ჯგუფებში უნდა იყოს გამოყენებული.

კოვიდის დროსაც ასეა, რისკის ჯგუფებში უნდა იყოს გამოყენებული „პაქსლოვიდი“ და „რემდესივირი“. ისე კარგად იმართება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსიც და გრიპიც, რომ კორონავირუსის ერთეული გარდაცვალება გვქონდა, გრიპით და სხვა რესპირაციული დაავადებებით ამ სეზონზე გარდაცვალება საერთოდ არ ყოფილა.

მაგალითად, აშშ-ში CDC-ს მონაცემებით, მარტო ამ სეზონზე გრიპით 14 ათასი ავადმყოფი გარდაიცვალა, ჩვენთან ჯერ გარდაცვალება არ ყოფილა.

თუ მოქალაქეს, კორონავირუსსა და გრიპზე უარყოფითი ტესტის პასუხს მიიღებს, მაშინ მას აქვს სეზონური ვირუსული ინფექცია, მაგალითად, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ადენოვირუსი, ან რინოვირუსით გამოწვეული ინფექცია. ეს ინფექციები კოვიდსა და გრიპზე ნაკლებად საშიშია, თუმცა მაინც საჭიროა ექიმთან დაკავშირება, ექიმის რეკომენდაციების შესრულება. ცალკეულ შემთხვევაში ისიც შეიძლება გართულდეს, მაგრამ კოვიდი და გრიპი უფრო საფრთხილოა”, – აღნიშნავს ცერცვაძე.

 

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved