• რეკლამა
  • კონტაქტი
05:17, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ამ ქონების გადაცემაზე რომ მოვაწერე ხელი ნოტარიუსში, იმ დღეს დამაკავეს“ – ჯემალ ლეონიძე

ალია ავტორი - ალია
15:08 03-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,472

„თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა მითხრა, რომ 29 მლნ 600 ათასი დოლარის ქონება აგვესახა 11 მლნ დოლარად, ასე თქვეს ჩემებმაო, მეტწილად მოქმედებდა ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე ერთხელ თუ ორჯერ მყავს ნანახი, – განაცხადა ,,ოცნების” პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომპანია „მაგნატის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა, ჯემალ ლეონიძემ.

„ახალი კომპანია გავაკეთეთ, ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია. დირექტორად დაინიშნა მათი კაცი, გიორგი ასლანიკაშვილი. ნოდარ ხადურზე უკვე უარი მითხრეს თანამშრომლობაზე, ფინანსური დირექტორი ის უნდა ყოფილიყო. მეორედ გატეხეს პირობა. მე ყველაფერზე ვთანხმდები, ნოდარი უმუშევარი არ დარჩებოდა, მე სხვა საქმეც მქონდა. ყოველგვარი გართულების გარეშე მიიღო ნოდარმაც და მე და ნოდარ ხადური შევთანხმდით, რომ ფინანსური დირექტორიც, გენერალური დირექტორი არის „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელი. ვაცნობ ყველანაირ დოკუმენტაციას. ამ ქონებების გადაცემას მოვუნდით ოთხ თვეზე მეტი ამ ახალ კომპანიაში. ანუ აქ რა მოხდა. რა თქმა უნდა, მონაწილე ვარ იმ დანაშაულის. 29 მლნ 600 ათასი დოლარის ქონება, 52 მოქმედი ავტოგასამართი სადგური მქონდა მაგ დროს და ოთხი ნავთობბაზა. ეს ყველაფერი დაფიქსირებულია და ამას დრო უნდა, რომ ქონებები გადაიტანო კომპანიებში. ჩემი დანაშაული რა არის, რომ 29 მლნ 600 ათას დოლარიანი შეთანხმება ქაღალდზე ავსახოთ 11 მლნ დოლარადო. მივყვები ყველაფერზე. რატომ? წარმომადგენელი გიორგი ასლანიკაშვილი ამბობს, ასე თქვეს ჩემებმაო, „ჩემებმა“ ჯაფარიძე იყო. მეტწილად მოქმედებდა ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე სულ ერთხელ თუ ორჯერ მყავს ნანახი. ასე თქვეს, რომ ფული უნდა გადავიხადოთ ამ ყიდვა-გაყიდვის დროს, დიდი თანხა უწევდა, რატომ დავკარგოთო. მიბმულია ის თემები, რაც დანაშაულად ითვლება მაშინდელი და დღევანდელი კანონმდებლობით, მაგრამ ინიციატორი იყო, წავყევი და მეც ვარ მონაწილე ამ დანაშაულის.

გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, 11 მლნ დოლარად. ჩემს კომპანია „მაგნატს“ და ახლად შექმნილ კომპანია „ენესკას“ ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიას შორის ამ თანხაში. აქ თავიდანვე აქციონერებად 25 პროცენტი იყო „თიბისი“ და დანარჩენ ბანკებთან მე რომ მქონოდა ზედმეტი დამაჯერებლობა, ყველა მაფრთხილებდა. მე შემიძლია, დავასახელო გვარები: კაცია – „ვითიბი ბანკში“, ალავიძე „რესპუბლიკა ბანკში“, რომ მაგათი ნდობა არ შეიძლება, ჩვენ ვერ ვენდობით და მოდი, ისე გავაკეთოთ, გინდათ სესხს მოგცემთ. „რესპუბლიკა ბანკი“ მეუბნებოდა, მოგცემთ „თიბისი ბანკის“ გადასაფარ თანხას, ოღონდ მაგათ დაანებე თავი. შეყოფილი მქონდა თავი და ვერაფერს ვიზამდი. ზედმეტი დამაჯერებლობისთვის თუ გარანტიისთვის, გავაკეთეთ, რომ ამ ახალ კომპანიაში აქციები ამათ სახელზე გავაფორმეთ. ანუ ჩემი იყო, მაგრამ 10 პროცენტი იყო „რესპუბლიკა ბანკზე“, 10 პროცენტი „ვითიბი ბანკზე“, იყო სამხარაძეზე, იყო ერთ კრედიტორზე კიდევ, მე დამრჩა 25 პროცენტი, ისიც ჩემს ახლობელზე მქონდა გაფორმებული. ბოლო ქონების გადაცემას მოვაწერე ხელი, ამ 52 ავტოგასამართი სადგურიდან და ოთხი ნავთობბაზიდან, ერთი ყველაზე დიდი ობიექტი იყო თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე, ლეონიძის ბაზას ეძახდნენ, დღეს „გალფი“ აწერია. ამ ქონების გადაცემაზე რომ მოვაწერე ხელი ნოტარიუსში, იმ დღეს დამაკავეს“, – განაცხადა ჯემალ ლეონიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved