ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას აფასებს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია.
გამზარდია ამბობს, რომ სახეზეა არა პოლიტიკური, არამედ სახელმწიფოს კრიზისი.
ანალიტიკოსის პროგნოზი საკმაოდ მძიმეა. ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს პერსპექტივა არ გააჩნია.
„პოლიტიკური კრიზისი კი არ გვაქვს იმდენად ქვეყანაში, არამედ სახელმწიფოს კრიზისია სახეზე.
პოლიტიკური კრიზისი, არსებითად, ერთმმართველობით და თამაშ გარე დარჩენილი ოპოზიციური სპექტრითაა წარმოდგენილი. ძალაუფლება ამ ეტაპზე მდგრადი აქვს მმართველ პარტიას, ოპოზიცია კი არაკონკურენტუნარიანია მთლიანობაში.
ამ მოცემულობაში კი სახელმწიფოს პერსპექტივა არ აქვს, ის ქრება,” – წერს არჩილ გამზარდია.














კომენტარები