• რეკლამა
  • კონტაქტი
02:02, შაბათი, 7 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამ ხალხს არამარტო სამსახურიდან გაუშვებენ, არამედ რამდენიმე მათგანზე შესაძლოა სისხლის სამართლის საქმეც აღძრან… გეგმა კი ასეთია“

ალია ავტორი - ალია
20:20 07-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,986

ანი დვალიშვილი

საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა ამინდის შესაბამისია – პერიოდულად წვიმა მოდის და სიტუაცია გრილდება. პოლიტიკური ტემპერატურა მაქსიმუმამდე თითქოს აწეული იყო და საბოლოოდ, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ვერ შეთანხმდა, ვინ უნდა ყოფილიყო მთავარი წამყვანი ძალა და სანამ ისინი ერთმანეთთან ურთიერთობას არკვევდნენ, მუხტი და ხალხი ერთნაირად გაქრა. ახლა, რუსთაველზე, იგივე ოდენობის ადამიანების გამოყვანა წარმოუდგენლად ჩანს, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველმა გუნდმა ძალიან კარგად იმუშავა და მთავარი ამოცანა, პროტესტანტების ოდენობა პრაქტიკულად გაანულა. არადა, დასავლეთი სწორედ თავების თვლით არის ბოლო დროს დაკავებული და ახლა დასათვლელიც არაფერია.

ოპოზიციის ერთადერთი იმედი ის სიაა, რომელსაც ახლა უკრაინაში ამზადებენ. ძალიან, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ უკრაინაში შედგენილ სიაში, სანქციები ბიძინა ივანიშვილს დაუწესონ და ოპოზიციას სალაპარაკო კვლავ მიეცემა. მოგეხსენებათ, უკრაინა ახლა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია და იქ ნათქვამ თითოეულ ფრაზას უდიდესი გამოხმაურება აქვს. ამიტომ, არც იმას გამორიცხავენ, რომ დასავლეთმა სწორედ უკრაინას შეაწმინდოს ხელი და თქვას, რომ რადგან ისინი უწესებენ სანქციებს ივანიშვილს, ამიტომ მათ ევროპა და ამერიკა მხარს უჭერს. ეს საბოლოოდ გაწყვეტს ისედაც ბოლომდე დაჭიმულ ჯაჭვს და საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს სრულ იგნორს გაუკეთებს. ჰო, სრულ იგნორს, რადგან ამ გზაზე უკვე ვდგავართ და შეიძლება ითქვას, საქართველოს ხელისუფლებას სულ ერთ ადგილას კიდია დასავლეთი რას იტყვის და მხოლოდ რუსეთს შესციცენებს თვალებში..

„ქართული ოცნება“ ევროპელთა მიერ მოცემული 12-პუნქტიანი გეგმიდან 11-ს აუცილებლად შეასრულებს და დარჩება ერთი, პირველი  პუნქტი, რომელიც დეპოლარიზაციას გულისხმობს. შედეგად, მმართველი გუნდი იტყვის, რომ ეს პუნქტი ოპოზიციის გამო ვერ შესრულდა და თუ სტატუსს არ მოგვცემენ, ეს სწორედ ოპოზიციის ბრალი იქნება და არა ხელისუფლების. გეგმა ასეთია და თან სავსებით რეალური, რადგან ნაციონალური მოძრაობის გარდა, ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია, მზად არის, პროცესში მონაწილეობა მიიღოს“, – გვეუბნება „ოცნების“ მაღალჩინოსანი.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი არ აპირებს 2024 წლის არჩევნებისთვის კონსტიტუცია შეცვალოს და ის სრულად პროპორციულად ჩაატაროს. დღევანდელი მდგომარეობით, არის 30 მაჟორიტარული ოლქი და 120-კაციანი პროპორციული სია. ყველაფერი ასე რომ დარჩეს, ხელისუფლება არჩევნებს ყველაზე ცოტა, +27 კაცით დაიწყებს, რაც საბოლოო ჯამში, უდიდეს უპირატესობას მისცემს. დასავლეთი კი იმუქრება, არ დავუშვებთ, „ოცნება“ ხელისუფლებაში მეოთხე ვადითაც რომ დარჩესო, მაგრამ ისინი იმასაც ამბობდნენ, მესამე ვადით დარჩენა დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგებაო, თუმცა…

„დასავლელ ლიდერებთან საუბრისას, მათ დაგვიდასტურეს, რომ არ აქვთ რეალური მიზეზი იმისა, რომ „ოცნების“ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესონ და რაც მთავარია, არ აქვთ რეალური მიზეზი იმისა, რომ მიმდინარე პროცესებში მხოლოდ ხელისუფლება დაადანაშაულონ და ხელი შეაწმინდონ. ისინი სიტუაციის შემოტრიალების ერთადერთ ვარიანტად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას თუ არა, საქართველოდან გაყვანას მაინც განიხილავენ, მაგრამ ასევე შეუძლებლად მიაჩნიათ რაიმე ზემოქმედება მოახდინონ და ხელისუფლებას მისი გაშვება მოსთხოვონ. მინიშნებით იყო საუბარი სალომე ზურაბიშვილთან, რომ მან გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას სააკაშვილის შეწყალებასთან მიმართებაში და მართალია, პრეზიდენტს კონკრეტული არაფერი უთქვამს, მაგრამ მისგან რაღაც ნაბიჯებს შემოდგომაზე ელოდებიან“, – ეს კი უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტ-საბჭოს წევრმა გვითხრა.

თუ ზურაბიშვილი გადაწყვეტილებას შეცვლის და სააკაშვილს მაართლაც შეიწყალებს, ოპოზიცია ნამდვილად გამოცოცხლდება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, თავად ზურაბიშვილის გარემოცვას ექნება უდიდესი პრობლემა, რაც იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველას, არამარტო სამსახურიდან გაუშვებენ, არამედ რამდენიმე მათგანზე შესაძლოა სისხლის სამართლის საქმეც აღძრან და ეს ქალბატონმა სალომემ ყველაზე კარგად იცის. თანაც, იმ ფონზე, როცა სწორედ უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით, დანარჩენ მსოფლიოში ყველაფერი რიგზე არ არის, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება უდიდესი სიფრთხილით ხდება.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

14:22 02-06-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება

12:22 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved