• რეკლამა
  • კონტაქტი
10:58, ხუთშაბათი, 5 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამ კაცს ყველაზე მეტად ენდობა პუტინი, ერთადერთია, რომელიც არა მარტო შენობით ელაპარაკება, ვოვას ეძახის და ხშირად ეკამათება კიდეც“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
19:18 09-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,542

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ნაწილობრივი მობილიზაციით, პუტინმა საკუთარი გარემოცვის არაერთი წევრი დაიპირისპირა და დიდი შანსია, გარემოცვამ მოიშოროსო. ასე იქნება?

– ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც აქვს პუტინს მოსაგვარებელი და ჯერ ეს ვთქვათ. ეს არის ხელისუფლების ტრანზიტის საკითხი. პუტინს უკვე აღარ აქვს პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება. ახლა უნდა პუტინს, გაიმეოროს ძველი ვარიანტი, როდესაც დიმიტრი მედვედევი გახადა პრეზიდენტი, თავად პრემიერ-მინისტრი იყო და დაბრუნდა მერე პრეზიდენტად. ვინ  იქნება ახლა მედვედევის ადგილას, კაცმა არ იცის და გამოვა თუ არა ეს ვარიანტი. განიხილება სხვა ვარიანტიც, რომ უშიშროების საბჭომ მართოს  ქვეყანა და საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს საერთოდ არ ჩაატარონ. ეს უშიშროების საბჭოს მდივნის, პატრუშევის იდეაა. მეორე ვარიანტსაც განიხილავენ, რომ რუსეთის  სახელმწიფო საბჭომ მართოს ქვეყანა. პუტინი კი ამ პერიოდში ჩინეთში უნდა იყოს და მას ადგილი შეუნახონ 2029 წლამდე, როდესაც შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა. მოკლედ, რუსეთს ოფიციალურად კოლექტიური მმართველობა ეყოლება, რეალური არაფორმალური მმართველი კი თავად პატრუშევი ან სხვა იქნება. ისე, პატრუშევს ყველაზე მეტად ენდობა პუტინი,  ერთადერთია მის გარემოცვაში, რომელიც არა მარტო შენობით ელაპარაკება პუტინს, ვოვას ეძახის და ხშირად ეკამათება კიდეც.  რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და რომელ ვარიანტს ირჩევენ, ეს მალე გაირკვევა. მე ვფიქრობ, უფრო კოლექტიური მმართველობა აწყობს პუტინს, რადგან მეორე მედვედევის პოვნა ახლა გაუჭირდება, რადგან მისი გარემოცვის წევრების მიმართ ნდობა ნაკლებად აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ერთგული პატრუშევი გვერდით ჰყავს. რაც შეეხება მისი გარემოცვის უკმაყოფილებას და პუტინის მოშორების ვარაუდს, გამორიცხული არაფერია. თუმცა, პუტინს აქვს ერთი კარგი თვისება. სათავისოდ კარგი, რომლის მეშვეობითაც მართავს რუსეთს ამდენი ხანია. საკვანძო პოსტებზე კადრების შეცვლა არ უყვარს, ძველ და მის ერთგულ გვარდიას ენდობა. კი, ეს ნდობა იქნებ ძველებურად მყარი არ არის ომის გამო, მაგრამ ფაქტია, მოსწონთ არ მოსწონთ, მისი გარემოცვის წევრები მის გადაწყვეტილებებს იწონებენ. უყურე, როგორ მოქმედებს პუტინი. დიდი ჩხუბი ჰქონდა  საკუთარი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან,  დიმიტრი კოზაკთან, რომელიც არწმუნებდა პუტინს, რომ უკრაინაში არ შეჭრილიყო. ასევე, პუტინს ჩხუბი ჰქონდა თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან, გენშტაბის  უფროსთან, ვალერი გერასიმოვთან და ბევრ სხვასთან. შოიგუს და გერასიმოვს არაფორმალურად უფლებამოსილებებიც კი შეუკვეცა, მაგრამ არც ერთი არ მოხსნა, ვისაც დაუპირისპირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ დაუტოვა ფულის საშოვნელი ის წყარო, რომელიც ჰქონდათ. პუტინის გარემოცვა ხომ სახელმწიფო კომპანიებიდან იპარავს ფულს და ასე გამდიდრდნენ. ჰოდა, დატოვა პოსტებზე და დაუტოვა ის კომპანიები. ლავროვი აიღე, პუტინი ხელისუფლებაში როდესაც მოვიდა, მინისტრის მოადგილედ დახვდა, 2004 წლიდან მინისტრია, 18 წელი გავიდა  და არ სცვლის. პუტინის ამ საკადრო მიდგომამ გაამართლა. კი, თუ რუსეთისთვის არასასურველად განვითარდა მოვლენები უკრაინაში, მაშინ ვერც გარემოცვას ენდობა, დიდი შანსი იქნება, ჩამოიცილონ ხრუშჩოვივით, დააპატიმრონ, თუნდაც მოკლან, არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ამ ახლო მომავალში ეს საფრთხეები არ ემუქრება.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი

15:17 02-04-2026
ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)

14:49 02-04-2026
ჩაირთე სილქფესტის აქციით ულიმიტო კომბინაციები, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის აქციით ულიმიტო კომბინაციები, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტები სპეციალურ ფასად!

12:37 02-04-2026
„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ახალი ამბები

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

16:50 02-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved