• რეკლამა
  • კონტაქტი
07:44, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამ კადრების შემდეგ ძალიან დიდი ტრავმა მივიღე, პატიმრები ნდობას დაკარგავენ – რუსუდან კერვალიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:31 11-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

დღეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ეზიარა – ამის შესახებ „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “დღის ამბები” განაცხადა.

“მიმაჩნია, რომ სინანული, აღსარება და ზიარება, ეს იმდენად დიდი აქტია, რომ ჩვენი შეფასება არ სჭირდება. მეუფე ნიკოლოზმა ასე თქვა: – “40 დღიანი მშრალი მარხვა” და ეს ჩემთვის იმდენად სარწმუნო და გასაგებია, რომ არავითარი საფუძველი არ მაქვს, მეუფეს სიტყვები არ ვირწმუნო.

ამავე დროს, ცოტა ხნის წინ, 4 წლის განმავლობაში მე ვიყავი პატიმარი და შეძრული ვარ პატიმარზე დაცინვით… (არ ვიცი ამას რა დავარქვა), ყველა პატიმარი ნდობას დაკარგავს სამედიცინო სამსახურის მიმართ”, – თქვა კერვალიშვილმა.

ამასთან, რუსუდან კერვალიშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ იმ ვიდეომასალასაც გამოეხმაურა, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო პერსონალის თანდასწრებით საკვებ დანამატებს იღებს.

”ამ კადრების ნახვის შემდეგ, ძალიან დიდი ტრავმა მივიღე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით ვინმე ქართველი გაახარა, ისინი საქართველოს არ იცნობენ, ქართველები ასეთები არ არიან.

მე არ მჯერა, რომ ქართველებს პატიმრის ამ მდგომარეობაში დანახვა უხარიათ. ეს ყველანაირი უფლების დარღვევაა, არამარტო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ, არამედ, ეს საქართველოს უფლების დარღვევაცაა. ეს აღმაშფოთებელია, ყველა პატიმრის უფლება უნდა იყოს დაცული და ყველა პატიმრის ჯანმრთელობის უფლება უნდა იყოს დაცული”, – განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved