ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში „ტვ მთავარის“ შექმნისა და განვითარების ისტორიაზე წერს და აღნიშნავს, რომ ტელეარხი, რამდენიმე მიზეზის გამო, გინესის რეკორდების წიგნში შეტანას იმსახურებს.
„მიუხედავად იმისა, თუ ვინ რას ფიქრობს “მთავარის” სარედაქციო პოლიტიკაზე, სრულიად აშკარაა, რომ ამ გუნდმა მინიმუმ ორი რამ აჩვენა, რაც გინესის წიგნშია შესატანი:
1. სულ რაღაც ოც დღეში გადაწყვიტა დაუჯერებელი ლოგისტიკური ამოცანა და ახალი ბრენდის ქვეშ გავიდა ეთერში.
2. უაღრესად ძლიერი ტურბულენტობის პირობებში შეინარჩუნა ერთიანობა და არჩეული გრძელვადიანი სარედაქციო პოლიტიკის ერთგულება.
ასეც დარჩება ისტორიაში,” – წერს გია ხუხაშვილი.
კომენტარები