ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე სოციალურ ქსელში წერს:
„მე ვინ მეკითხება, მაგრამ ამ გათვხედებულ მანიაკს თუ ცხვირში არ მოხვდა მწარედ, უკრაინასაც გაასწორებს მიწასთან და მეტსაც იზამს.
ამიტომ აუცილებელია უკრაინის დახმარება, დეტალებში არ შევალ და სრულფასოვანი სამხედრო კომპონენტით. პარალელურად კი რუსეთის ბოლომდე იზოლირება ყველა საერთშორისო ფორმატში, რუსეთის ყველა მოქალაქის და ასევე რუსეთთან პოლიტიკურად დაკავშირებული ყველა იდენტიფიცირებული პირის საბანკო ანგარიშებისა და ქონების დაყადაღება რაც კი დასავლეთშია და სვიფტის გათიშვა.
მხოლოდ ამის მერე დაიწყებენ რუსები მშვიდობიან მოლაპარაკებებზე სერიოზულად ფიქრს. ცრემლების და ლოცვების მოსკოვს არ სჯერა“ – წერს ზურაბიშვილი.














კომენტარები