• რეკლამა
  • კონტაქტი
07:16, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ ეტაპზე, რუსი ტურისტების თბილისის სასტუმროებში განთავსება ისტორიულ მინიმუმზეა” – ასოციაცია

ალია ავტორი - ალია
14:18 03-10-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,548

საქართველოს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის, ჰოტელიერ შალვა ალავერდაშვილის ინფორმაციით, ამჟამად თბილისის სასტუმროებში რუსი ტურისტების წილი 1.4%-ს არ აღემატება.

“რეალური ტურისტების რაოდენობის 20-25% ეკავათ რუს ტურისტებს. ამ ეტაპზე რუსი ტურისტების თბილისის სასტუმროებში განთავსება ისტორიულ მინიმუმზე – 1.4%-ზეა. ეს ნიშნავს, რომ რუსი ტურისტები თბილისის სასტუმროებში, ფაქტობრივად, აღარ არიან”, – განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში” სტუმრობისას და დასძინა, რომ იგივეს თქმა არ შეიძლება ბათუმზე, სადაც რუსი ტურისტების წილი ისევ საკმაოდ მაღალია.

“ვინ არიან და ვინ იყვნენ ჩვენი სტუმრები?! ამ ეტაპზე, ის, რომ თურქეთი ლიდერობს, ტრანზიტის და მძღოლების სტატისტიკაა, ეს ვერ გამოვასწორეთ, ისევ ასე ვითვლით. გარდა ამისა, აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვრის გახსნის პრობლემა პანდემიის შემდეგ არ მოგვარდა. უკრაინაში კი ომია და იქიდანაც დიდი ნაკადები არ გვაქვს. ამ ეტაპისთვის ვეძებთ ახალ ბაზრებს და რაც ძალიან გვახარებს არის ის, რომ კორეიდან ტურისტული ნაკადების შემოსვლა ისევ დაიწყო. 2019 წლამდე კორეა საკმაოდ კარგად მუშაობდა და ახლა, ისევ აღდგა ეს პროცესი. ასევე, გალფის ქვეყნებიდან (სპარსეთის ყურე) 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. იმედი გვაქვს, ეს ტენდენცია შენარჩუნდება, რადგან იზრდება პირდაპირი რეისების რაოდენობა”, – განაცხადა ალავერდაშვილმა.

ასევე, სასტუმროების ფედერაციის წევრი კომპანიების განთავსების საშუალებების მონაცემებზე დაყრდნობით, შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ 2024 წლის პირველი ორი თვის შედეგები წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს სჯობს და იმედოვნებს, რომ დანარჩენ თვეებშიც სასტუმროებს ჯავშნების რაოდენობა და შესაბამისად, დატვირთულობის კოეფიციენტი გაიზრდება.

მისივე ინფორმაციით, 2023 წელს, თბილისის სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტი 58-62%-ის ფარგლებში მერყეობდა, მაშინ როცა 2016-2017 წლებში ეს მაჩვენებელი 88%-90% იყო.

ინფორმაციისთვის, ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ ნიშნულს 2023 წელსაც ვერ დაუბრუნდა. 2023 წელს, პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 80.6%-ით აღდგა, ტურისტული ვიზიტები კი – 92.6%-ით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved