• რეკლამა
  • კონტაქტი
12:07, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ალექსეი გონჩარენკო – ახლა, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება დახმარება, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ძალიან გვწყინს

ალია ავტორი - ალია
18:30 04-02-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
605

ელჩის გაწვევა ეს არის უკრაინის პრეზიდენტის მიერ იმის ჩვენება, რომ ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დონით და ამ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლების პოზიციით, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.

რადას დეპუტატის თქმით, ვერ ხვდებიან, რატომ არ სურს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, როცა „რუსეთისგან საქართველოც იტანჯება და მისი 20 % ოკუპირებულია“.

„ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო და პირველ რიგში მას შეუძლია ამაზე კომენტარის გაკეთება. მე რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენ უკმაყოფილო ვართ საქართველოს ხელისუფლების პოზიციით. საქართველოს მთავრობა არ შეუერთდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს და ეს ძალიან უცნაურია. საქართველოც იტანჯება რუსეთის ფედერაციისგან. საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ვერ ვხვდებით, რატომ არ სურს საქართველოს ხელისუფლებას სანქციებთან შეერთება. პირიქით, რუსეთთან ვაჭრობა გააფართოვეს კიდეც.

ასე რომ, ალბათ, ეს არის უკრაინის პრეზიდენტის მიერ იმის ჩვენება, რომ ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ ამ მომენტისთვის ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დონით და ამ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლების პოზიციით“, – განაცხადა ალექსეი გონჩარენკომ.

ამასთან, მან 2008 წლის აგვისტოს ომი და უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაც გაიხსენა, საქართველოს მხარდასაჭერად თბილისში ჩამოსულიყო. გონჩარენკოს თქმით, „გამარჯვების შემდეგ განიხილავენ ყველა უთანხმოებას და პოლიტიკურ დღის წესრიგს, მაგრამ არა დღეს“.

„პირველ რიგში გეტყვით, რომ მე არ ვარ უკრაინის პრეზიდენტი და არც მისი პრესმდივანი ან ოფისის წარმომადგენელი. მე ვარ პარლამენტის წევრი ოპოზიციური პარტიიდან. ომის დროს უკრაინაში ოპოზიცია არ არსებობს, ჩვენ ყველა ვიბრძვით უკრაინისთვის და გამარჯვების შემდეგ განვიხილავთ ყველა უთანხმოებას და პოლიტიკურ დღის წესრიგს, მაგრამ არა დღეს. ამიტომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს კომენტარს ვერ გავაკეთებ.

გავიხსენოთ 2008 წელი, იმ მომენტში, როდესაც თბილისს რუსული ტანკები უახლოვდებოდნენ, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა, რათა გვერდში დადგომოდა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს. ახლა კი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სრულიად სხვა მიდგომას ვხედავთ იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება უკრაინაში და მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის კარგი ყველა თვალსაზრისით: მორალურად, სტრატეგიულად და ასე შემდეგ.

უკრაინას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს საქართველოსთან. ჩვენ ვართ GUAM-ის ძირითადი წევრები: საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა. არსებობს ასოცირებული ტრიო მოლდოვასა და საქართველოსთან. იმ მომენტში, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება დახმარება, საქართველოს ხელისუფლების ეს პოზიცია, რომელიც ჩვენ ყველაზე ახლო მეგობრად მივიჩნიეთ, ნამდვილად ძალიან გვწყინს. შეიძლება ეს არის უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზეზი“, – განაცხადა რადას დეპუტატმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved