• რეკლამა
  • კონტაქტი
13:23, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ალექსანდრე გოგინავამ განმარტა, კორონავირუსით ინფიცირებული რომელი პაციენტი საჭიროებს დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას

ალია ავტორი - ალია
13:43 09-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

ზოგადად, საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეს ვინ შეიძლება შევაფასოთ მძიმე პაციენტად და ვის სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, რადგან როდესაც კორონავირუსით ინფიცირების ბევრი შემთხვევაა, აქტუალურია ჰოსპიტლებში მოხვდნენ ის ადამიანები, რომელთათვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „იმედის დილაში“ სტუმრობისას განაცხადა, რომელმაც განმარტა, თუ რა შემთხვევაში ითვლება პაციენტის მდგომარეობა მძიმედ.

მან ჩამოთვალა ის სიმპტომები, რომლის დროსაც პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გადაყვანილი კლინიკაში.

„პირველ რიგში, ეს არიან ის ადამიანები, რომელთაც სუნთქვის უკმარისობა აქვთ. მოგეხსენებათ, კორონავირუსული ინფექცია პირველ რიგში ყველაზე მეტად აზიანებს ფილტვებსა და სასუნთქ გზებს, ამდენად, ყველაზე ხშირი სიმპტომები სუნთქვასთან დაკავშირებულია. სუნთქვის უკმარისობა კლინიკებში სხვადასხვაგვარად ფასდება. სახლის პირობებში ასეა შესაძლებელი: თუ პაციენტს აქვს გაძნელებული სუნთქვა, ქოშინი, ადვილად იღლება, ცხვირ-ტუჩის გარშემო სილურჯე აღენიშნება, ასევე თუ ოჯახში გვაქვს პულსოქსიმეტრი და ჩვენ განვსაზღვრავთ სატურაციას და ვნახავთ, რომ 90-ზე დაბალია, აი, ეს მაჩვენებლები უკვე არის საგანგაშო და ასეთი პაციენტები ჰოსპიტალში გადაყვანას საჭიროებენ.

ამასთან, თუ ადამიანს აქვს შეუპოვარი ცხელება, რომელიც სიცხის დამწევ საშუალებებს არ ემორჩილება და ეს ცხელება ძლიერ სისუსტეს იწვევს. აქვს ძილიანობა, განსაკუთრებით აქტუალურია ეს სიმპტომები ბავშვებში. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ბავშვი იყოს სამედიცინო დაწესებულებაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ასევე, ის პაციენტები, რომელთაც ქრონიკული დაავადება აღენიშნებათ და კოვიდის მართვა ბინაზე შეუძლებელია. ძირითადად, ასეთი პაციენტები უნდა იყვნენ გადაყვანილი საავადმყოფოებში“, – განაცხადა გოგინავამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
“კომუნისტური ჩინეთი ისეთივე ბოროტებაა, როგორც წითელი, თეთრი ან მწვანე რუსეთი” – თავდგირიძე
ახალი ამბები

“კომუნისტური ჩინეთი ისეთივე ბოროტებაა, როგორც წითელი, თეთრი ან მწვანე რუსეთი” – თავდგირიძე

04:12 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved