• რეკლამა
  • კონტაქტი
12:22, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ალეკო ტაბატაძის შვილს აქვს გავლილი სავალდებულო სამხედრო სამსახური, რატი ბრეგაძის შვილს აქვს გავლილი“ – ელისაშვილის კითხვებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ უპასუხა

ალია ავტორი - ალია
16:22 07-11-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
352

პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გახსნა განმეორებითი რეგისტრაციის შედეგად გახდა შესაძლებელი. რეგისტრაცია თავდაპირველად 75-მა დეპუტატმა გაიარა და კვორუმის არქონის გამო სხდომა ვერ გაიხსნა, თუმცა რამდენიმე წუთში დეპუტატებმა რეგისტრაცია განმეორებით გაიარეს და სხდომაზე 92 დეპუტატის ყოფნა დაფიქსირდა. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე “თავდაცვის კოდექსის” მეორე მოსმენით განხილვა გაგრძელდა.

ხელისუფლების ოპონენტები ინიციატივას ეწინააღმდეგებიან და მიაჩნიათ, რომ დაგეგმილი ცვლილებები კონსტიტუციასთან შეუსაბამოა – ამ პოზიციას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს “ქართული ოცნება.”

კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს, პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, გრიგოლ გიორგაძეს კითხვით მიმართა. ელისაშვილი დაინტერესდა, რამდენი მინისტრის ან დეპუტატის შვილი მსახურობს დღეს გაწვევის სისტემით სავალდებულო სამხედრო სამსახურში.

მინისტრის მოადგილემ კი ელისაშვილს ასე უპასუხა: – “რაც მაქვს ინფორმაცია, ბატონი ალეკო ტაბატაძის შვილს აქვს გავლილი სავალდებულო სამხედრო სამსახური, ბატონი რატი ბრეგაძის შვილს აქვს გავლილი სავალდებულო სამხედრო სამსახური. სხვა ინფორმაცია არ მაქვს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ სტუდენტის სტატუსი არის გადავადების საფუძველი და აქედან გამომდინარე, სწორედ ამ მიზეზით შესაძლოა ვერ იყოს ბევრი წარმოდგენილი.”

„რუსთავი 2“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved