თუ ვინმე დააშავებს, ამის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს, ამის მომხრე ვარ და ასეთ ქვეყანაში მინდა ვიცხოვრო, მაგრამ ნიკა მელიას მიმართ წარდგენილი ბრალი აბსურდულია, ამას დიდი კამათი არ სჭირდება, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„არ მინდა, ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც პოლიტიკურ ლიდერებსა და პარტიის თავმჯდომარეებს აბსურდული ბრალით, სახელმწიფო გადატრიალებისა და რევოლუციის ბრალით დაატარებენ პროკურატურაში. ნიკა მელია წარმართავდა შტურმს და ნიკა მელია ცდილობდა პარლამენტის გადატრიალებას? ჩემი ღრმა რწმენით არა!“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
კომენტარები