• რეკლამა
  • კონტაქტი
00:37, პარასკევი, 18 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ალეკო ელისაშვილი ჩანაწერებზე: ღარიბ ქვეყნად დავრჩებით მანამ, სანამ არჩევნების წინ ყოველ ჯერზე მოვისმენთ ამ საზიზღრობას

ალია ავტორი - ალია
11:08 09-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

ღარიბ ქვეყნად დავრჩებით მანამ, სანამ არჩევნების წინ ყოველ ჯერზე მოვისმენთ ამ საზიზღრობას. სამწუხაროა, რომ ეს მოქმედებს ამომრჩევლებზე, თორემ ნორმალურ ქვეყნებში წინასაარჩევნო დებატებზე ასეთ სიბინძურეზე არ ლაპარაკობენ, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„საშინელებაა, რომ ამ ჭუჭყის გარეშე არ შეგვიძლია არჩევნების ჩატარება. ღარიბ, პრობლემებით სავსე ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხალხს მხოლოდ ქვეყნიდან წასვლა და სამსახურის შოვნა უნდა. იტალიაში უკვე ისეთი რეგიონია, სადაც მხოლოდ ქართულად ლაპარაკობენ, ნახევარი საბერძნეთი ქართველები ვართ და გაქცევაზე ვართ ყველანი. ყოველ არჩევნებზე უნდა იყოს იდეების ჭიდილი – ვის რა უკეთესი იდეა აქვს, რომ ქვეყანა წინ წაიყვანოს. მაგალითად, ავარიულ სახლებზე მიდიოდეს დებატები, როგორ გავამაგროთ სახლები ისტორიულ ქალაქში, „ხრუშოვკების“ პრობლემა როგორ მოვაგვაროთ, მტკვარი დაბინძურებულია, ჰაერი შხამიანია. ამის ნაცვლად იმაზე ვსაუბრობთ, რომელმა მეუფემ ვის რა უთხრა, იმან რამდენი ჩაურიცხა – მართალია ეს, არაა მართალი – მიდის ამ ჭუჭყზე ლაპარაკი. სინამდვილეში ამიტომ ვრჩებით ასეთ ღატაკ ქვეყნად. ჩანაწერებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ხელისუფლება – ან რატომ უსმენდნენ, ან რატომ ჟონავს, ან რით არიან საერთოდ სუსში დაკავებულები, როცა მტრული ქვეყანა ნახევრად შემოსულია საქართველოში. ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, დაიწყებოდა გამოძიება – ავთენტურია თუ არა ეს მასალა. თუ ავთენტურია, მაშინ ვინ აგროვებდა ამ ჩანაწერებს, რატომ იხარჯება სახელმწიფო რესურსი რაღაც სისულელესა და სიბინძურეზე, მაშინ როცა სუსი დაკავებული უნდა იყოს კონტრდაზვერვით, დასდევდეს უცხო ქვეყნის აგენტურას. ღარიბ ქვეყნად დავრჩებით მანამ, სანამ არჩევნების წინ ყოველ ჯერზე მოვისმენთ ამ საზიზღრობას. სამწუხაროა, რომ ეს მოქმედებს ამომრჩევლებზე, თორემ ნორმალურ ქვეყნებში წინასაარჩევნო დებატებზე ასეთ სიბინძურეზე არ ლაპარაკობენ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

რას იწვევს აორტის სარქველის პათოლოგიების დაგვიანებული დიაგნოსტიკა და რომელია ყველაზე საშიში ფორმა?
ახალი ამბები

რას იწვევს აორტის სარქველის პათოლოგიების დაგვიანებული დიაგნოსტიკა და რომელია ყველაზე საშიში ფორმა?

15:07 07-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:28 07-17-2025
სოციალური დიზაინის დღეები –  ახალი პლატფორმა ცვლილებაზე ორიენტირებული დიზაინისთვის – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები – ახალი პლატფორმა ცვლილებაზე ორიენტირებული დიზაინისთვის – თიბისი

11:34 07-17-2025
76%-მდე ფასდაკლება გორგიაში
ახალი ამბები

76%-მდე ფასდაკლება გორგიაში

17:14 07-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved