• რეკლამა
  • კონტაქტი
00:16, სამშაბათი, 22 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„აკოცა ქართულ მიწას, იმ პირით, საიდანაც ყველაზე ხშირად ისმოდა ბრძანებები: მოკალით, მო@@ანით, აწამეთ…“

ალია ავტორი - ალია
15:31 09-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
138

როგორც იქნა ჩამოათრიეს ცოცხლად მოვლენილი წყეული და ციხის ჯოჯოხეთის ყველაზე დიდი დემონი მეგის ქარდავა.უღრმესი მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტსრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც შეძლო შეუძლებელი, გაარღვია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შექმნილი მოჯადოებული წრე, ჩავიდა უკრაინაში და “ნაცებს” შეუსრულა, გიული დედა უტირა და მეგის ქარდავა ყურებით ჩამოათრია.

ახლა კი თავად მეგისზე:

აკოცა ქართულ მიწას, იმ პირით საიდანაც ყველაზე ხშირად ისმოდა ბრძანებები: მოკალით, მოტ@ანით, აწამეთ, ფრჩხილები დააძრეთ, დალეწეთ, დენზე შეაერთეთ, პირში მიეცით, ხერხემალში გადატეხე და კიდევ უამრავი რამ, რისი წარმოდგენაც ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანებისთვის შეუძლებელია.ასობით უდანაშაულო ადამიანმა და პატიმარმა გაიარა მის ხელში და მათგან ბევრი გამოასალმა სიცოცხლეს, ზოგიც ჭკუიდან შეიშალა მეგისის სადისტური მიდრეკილებებისა და დაუოკებელი მკვლელობის სურვილის გამო.ჩამოათრიეს სააკაშვილის პირადი შემსრულებელი სადისტი და მკვლელი, რომელიც ფირებზე აღბეჭდავდა ციხის საკნებში კაცების გაუპატიურებას, ცემას და მკვლელობებს, ხოლო შემდეგ, კოკაინისგან ჩაკაიფებულ და გადამძღარ მიხეილ სააკაშვილს ავლაბრის რეზიდენციაში დიდ ეკრანზე აყურებინებდა, იღზნებოდა სააკაშვილი და იმატებდა მეგისის მადაც, კატალოგებად ჰქონდა დაწყობილი: მკვლელობის, წამების, გაუპატიურების ვიდეოები.ორჯერ დააჯილდოვა მიხეილ სააკაშვილმა მეგისი, ოსტატურად გამოვლენილი სადიზმისა და გაუპატიურების პორნო ვიდეოების გამო.ხოშზე მოდიოდა მიშა და ხოშს უსწორებდა მეგისი. სამწუხაროა, რომ მხოლოდ 11 სისხლის სამართლის საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული ამ დემონს, ასეულობით საქმის ჩაფარცვხა მოასწრეს და მიუხედავად ამისა 11 მაინც დარჩა.სამწუხაროა, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს შეშლილი ფსიქოფატი დღევანდელ ქართულ ციხეში შედის, სადაც პატიმრებს ჟოლო მოყავთ.სააკაშვილმა განწირული ცხოველის ინსტიქტით იგრძნო, რომ მეგის ქარდავა ყველაფერს დაფქვავს, ძალიან ეცადა ეს ექსტრადირება აეცილებინა, მისი რჩეული ჯალათისთვის, თუმცა უშედეგოდ.რას იტყვის მეგისი? ალბათ ბევრ რამეს. შეშინებულია მიხეილ სააკაშვილი და ეგ საქართველოში ჩამომთრევი აღარაა.და მაინც, ვინა რის მეგის ქარდავა?მეგის ქარდავას საქმეები – “კასრების საქმე”, “ციხის ბუნტი”, “ნავთლუღის სპეცოპერააცია”, “სერგო თეთრაძის საქმე”, რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთა…მეგის ქარდავას საქართველოს სამართალდამცავები სხვადასხვა მძიმე ბრალდებებისთვის ეძებდა. რამდენიმე მკვლელობა, გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთა, სერგო თეთრაძის წამების ორგანიზება, ე.წ. კასრების საქმე და ა.შ.სწორედ “კასრების საქმეზე” მას სასამართლომ განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოუტანა და 9-წლიანი პატიმრობაც მიუსაჯა. გარდა ამისა, ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა ვარაუდები, რომ ქარდავამ საქართველოდან გაიტანა ფარული ჩანაწერების დიდი ნაწილი და თითქოს ამით ვაჭრობასაც კი ცდილობდა.“კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული ყოფილი პოლიციელი მიხეილ ბიბილურიძე ამბობდა:“ციხეში ყოფნისას, ერთხელ, აღდგომის ღამეს ერთმა პატიმარმა ქვედა სართულიდან დაიძახა, ქრისტე აღსდგა, ძმებოო და ყველამ მიუგო, ჭეშმარიტადო. ეს ცოფიანი მეგისა მივარდა და იქიდან ისეთი ხმები ამოდიოდა, მტერს. ალანიას ვთხოვე, ჩადი, გააჩერე-მეთქი. ყველაფერი მჯერა, რასაც მაგ ავადმყოფ კაცზე ამბობენ. ქარდავა ერთი კომპლექსიანი ფსიქოპათია. კაცი პატიმრების ცემით წყნარდებოდა და ისეთ პირობებში ჰყავდა, ენა ვერ აღწერს – დაჭაობებულ სარდაფში ალპობდა ხალხს.თუ მოეპრიანებოდა, ჯიბეში სახრახნისს ჩაიდებდა, პატიმრებს საკანში შეუვარდებოდა, დაუგდებდა და აუყვირდებოდა, ეს რა არის, ბიჭოო! ბრახ და იმ პატიმარს ორ წელს დაუმატებდნენ…” – ყვება ბიბილურიძე.ყველაზე მძიმე ბრალდებები კი ქარდავას “კასრების საქმეზე” აქვს წაყენებული.2013 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის ტყის მასივში, 8 ცალი პოლიეთილენის კასრი იპოვეს, სადაც დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, შსს-ს საინფორმაციო ბაზიდან წამოღებული დოკუმენტები, ნარკოტიკული საშუალებები და 18 ცალი ვიდეოფირი აღმოჩნდა. როდესაც კასრებში ნაპოვნი ვიდეოფირებზე ჩაწერილი მასალა დაათვალიერეს, აღმოაჩინეს, რომ ორ მათგანზე ორი მამაკაცის გაუპატიურება იყო ჩაწერილი. გამოძიებამ ფირზე აღბეჭდილი ყველა პირის იდენტიფიცირება მოახერხა და ისინი დააკავა.ნაპოვნი ვიდეოჩანაწერებისა და სხვა მოკვლეული მასალით გამოძიებამ დაადგინა, რომ მეგის ქარდავას, პოლიციელებისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისაგან შექმნილი ჰქონდა დაჯგუფება, რომლის წევრებიც უკანონოდ აპატიმრებდნენ ადამიანებს და სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, წინასწარ აშენებულ მიწისქვეშა ბუნაგებში აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. დაკავებულის გასაუპატიურებლად კი ადამიანს ქირაობდნენ, რაშიც მას ფულს უხდიდნენ.“კასრების საქმეზე” განაჩენი 2014 წელს გამოაცხადდა. საქმის მასალების მიხედვით, 12 ბრალდებულიდან ერთ-ერთს – თ.უ. – ს ბრალი ორი მამაკაცის გაუპატიურებაში ედებოდა, რის სანაცვლოდაც მან მთლიანობაში 55 ლარი აიღო.სერგო თეთრაძის საქმე…მეგის ქარდავა, რომელსაც პროკურატურამ 2013 წლის 14 იანვარს წარუდგინა ბრალი სერგო თეთრაძის წამებისთვის, მოსამართლის განაჩენით, მას დაუსწრებლად მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, 3 წლის ვადით აეკრძალა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება დავით ლონდარიძის წამებისა და გიორგი ჩიკვატიასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის.პროკურატურის ცნობით, სწორედ ლონდარიძის მიერ წამების შედეგად მიცემული ჩვენება გახდა საფუძველი, რომ ჯაშუშობის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცათ პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და მასთან ერთად კიდევ სამი პირი (თავად დავით ლონდარიძე, გია გორელიშვილი და სერგო ჩაპალკინი).ბრალდების ცნობით, მეგის ქარდავამ 2011 წლის 16 ივნისს, ღამით, შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების შტაბის დაზვერვის სამმართველოს ოფიცერი, ვიცე-პოლკოვნიკი დავით ლონდარიძე მოაყვანინა ერთ-ერთ სამხედრო მოხელეს სამხედრო პოლიციის შენობაში, სადაც ალექსანდრე მუხაძესთან, მეტსახელად „ქილერასთან” (სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი) და ამავე დეპარტამენტის სხვა ოპერატიულ თანამშრომლებთან ერთად 4-5 საათის განმავლობაში საშინლად სცემა და აწამა.პროკურატურის ვერსიით, აღნიშნულ ძალადობებში ასევე აქტიურად მონაწილეობდა მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ბაჩანა ახალაია, თუმცა ამ საქმეზე მისთვის საბოლოოდ ბრალი არ წარუდგენიათ.პროკურატურის ცნობით, სქესობრივი ძალადობის განხორციელების მუქარით მათ მიიღეს ლონდარიძის ე.წ. აღიარებითი ჩვენება, თითქოსდა ის ჯაშუშობდა რუსეთის სასარგებლოდ, ვინაიდან ვერ ეგუებოდა საბჭოთა კავშირის დაშლას და სურდა მისი აღდგენა. პროკურატურის ცნობით, ლონდარიძის ამგვარი ჩვენების საფუძველზე თეთრაძე და კიდევ სამი პირი მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ჯაშუშობის ბრალდებით.პ.ს. ეს მათთვის, ვისაც დაავიწყდა ჩა-ხუთ-ულობის დროს. ყველა ნაცი, ვინც ხმას აძლევს 5-იანს არის მეგის ქარდავა.პ.პ.ს ზუგდიდში დღემდე საუბრობენ, როგორ მიყავდა პირადად მეგის ქარდავას ქორწილებიდან გოგონები…პ.პ.ს ვდებ ვიდეოს, ვისაც დაგავიწყდათ გაიხსენეთ. ეს კი საბუთები, რომელშიც ასახულია მიხეილ სააკაშვილის ბრძანება მეგის ქარდავას დაჯილდოების შესახებ:

წყარო: „მარშალპრესი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

გაატარე ზაფხული შენებურად –  ახალი თიბისი ბარათი მომხმარებლებს საზღვარგარეთ მოგზაურობის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს
ახალი ამბები

გაატარე ზაფხული შენებურად – ახალი თიბისი ბარათი მომხმარებლებს საზღვარგარეთ მოგზაურობის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს

18:15 07-21-2025
თიბისისა და VELI.store-ის 1-თვიანი პარტნიორობა დაიწყო – არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისისა და VELI.store-ის 1-თვიანი პარტნიორობა დაიწყო – არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები

12:53 07-19-2025
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი
ახალი ამბები

2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი

18:59 07-18-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

15:54 07-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved