• რეკლამა
  • კონტაქტი
14:26, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახლა უკვე, როდესაც სალომე ზურაბიშვილი საბოლოოდ ტოვებს თანამდებობას, შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ თანაგრძნობა გამოვხატოთ მის მიმართ – პრემიერი

ალია ავტორი - ალია
16:42 12-14-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,657

სალომე ზურაბიშვილს აქვს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, უკვე პირდაპირი გაგებით ორი პარასკევი დარჩა მას, ზუსტად ორ კვირაში ტარდება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია და სალომე ზურაბიშვილს მოუწევს თანამდებობის დატოვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აგენტების ხვედრი არის ტრაგიკული და ამის მაგალითია არაერთი ქართველი პოლიტიკოსი.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვიწევდა სალომე ზურაბიშვილთან ოპონირება, განსხვავებული ტიპის განცხადებები კეთდებოდა, ობიექტური შეფასებები მასთან დაკავშირებით. ახლა მე მინდა, სხვა რეჟიმში გითხრათ ერთი რამ – ეს არის უბრალოდ ტრაგიკული პიროვნება, მას მოუწია გარე ძალების სამსახურში შესვლა, წლებით ჯერ ადრე, თავის დროზე და ახლა უკვე მეორედ და ნებისმიერი აგენტის ხვედრი არის აბსოლუტურად ტრაგიკული. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია თანავუგრძნოთ ამ ადამიანს და ერთი მნიშვნელოვანი რამ არის, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს, ყველამ ვინც შეიძლება თეორიულად მაინც ფიქრობდეს ასეთ სამსახურში შესვლაზე, რომ აგენტები ყოველთვის ამთავრებენ ძალიან მძიმედ, ეს გამოჩნდა არაერთი ქართველი პოლიტიკოსის მაგალითზე. ხედავთ, სად არიან გახარია, ჩუგოშვილი და სხვები და იმავე გზას გაუყენეს ახლა სალომე ზურაბიშვილიც. ასეთი ადამიანების ცხოვრება და ხვედრი არის ტრაგიკული. შესაბამისად ახლა უკვე, როდესაც ის საბოლოოდ ტოვებს თანამდებობას, შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ თანაგრძნობა გამოვხატოთ მის მიმართ”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით
ახალი ამბები

შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით

12:35 12-08-2025
თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved