თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს და ამ შედეგებით ოპოზიციური სპექტრის უკმაყოფილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი.
ნათელაშვილი ამბობს, რომ არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე ის უკვე დიდი ხანია ლაპარაკობს და ოპოზიციას გულგრილობაში ადანაშაულებს.
„აბა ოცი წელია ვამბობ, რომ „ლეიბორისტულ პარტიას“ არჩევნებს ტოტალურად გვიყალბებენ რაზედაც გემრიელად იკრიჭებოდნენ ზოგიერთნი. ახლა ხომ დარწმუნდით რომ ეს აქლემი ყველას კარზე დაიჩოქებს თუ სწრაფად არ ჩაბარდა პატრონს,“- წერს შალვა ნათელაშვილი.
კომენტარები