დიპლომატი, მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ახლა ხელისუფლება ცდილობს მუხტი ჩააცხროს და 24-მდე დრო რამენაირად მოიგოს.
საზოგადოებამ თავისი გასაკეთებელი გააკეთა. ძალა და სიმტკიცე აჩვენა ხელისუფლებასაც და მთელ მსოფლიოსაც. პრაქტიკულად ხელები გაუხსნა პოლიტიკოსებს. ახლა უკვე დროა პოლიტიკური მუშაობის. დაჩოქილ მთავრობას ფეხზე წამოდგომა არ უნდა აცადო.
როგორც ვარიანტს განვიხილავდი ოპოზიციური სადეპუტატო ნაწილის გასვლას პარლამენტიდან. ყველასი უკლებლივ ! პირობების გარეშე.
სულ 76 ერთგული დეპუტატი ჰყავთ ! ასეთი რაოდენობით პარლამენტს ვერ შეინარჩუნებენ.
დავამატებ. ყველა პოლიტპარტიის ერთიანი შეკრებაა აუცილებელი.
მე ასეთ ვარიანტს ვფიქრობ და სხვებსაც მოვუსმენ.“
შეგახსენებთ, პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტიდან „ხალხის ძალის“ კანონპროექტი გაიწვია.
კომენტარები