• რეკლამა
  • კონტაქტი
13:29, პარასკევი, 6 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ახლა ეს კაცი, რომელიც ფოტოდან სანდომიანი სახით შემოგყურებთ, კვლავ უნივერსიტეტის რექტორია” – ირმა ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
10:45 08-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
835

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი:

,,მესმის, რომ დრო ბევრ მოვლენას აფერმკრთალებს. ზოგჯერ დამნაშავეებსაც წყალობს. საქართველოში ეს ნამდვილად ჩვენს თვალწინ მოხდა და გია ხუბუაც ამისი ნათელი მაგალითია.

იმ პროფესორთაგან, რომლებიც 2006-2007 წლებში ხუბუას სამართლიანად უპირისპირდებოდნენ, დიდი ნაწილი გარდაიცვალა. ბატონი ხუბუაც, დარწმუნებული ვარ, ფიქრობს, რომ ყველამ ყველაფერი დაივიწყა… ვისაც 2006 წლის მოვლენები ახსოვდა, ან გარდაიცვალა… ან დაიღალა და გაჩუმდა… ან დაავიწყდა ხუბუას “საგმირო საქმეები”… ჰოდა, გვიღიმის.

რა საქმეები? უნივერსიტეტის რექტორობა უკანონოდ ჩაიგდო ხელში! (საერთოდ, რატომ უნდა გამხდარყო რექტორი, რომელი სამეცნიერო მიღწევებისა და დამსახურების გამო?!) უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებლებს უჩივლა და ხულიგნობის მუხლით გაასამართლებინა! მანამდე უნივერსიტეტის ავტონომიისათვის მებრძოლი ეს ხალხი (აკადემიკოსები) სააქტო დარბაზში ჩაკეტა, წყალს ეზოდან ვაწვდიდით… ყველაზე მთავარი- ვითომ რეფორმის სახელით უნივერსიტეტი დაანგრია… ამ ნანგრევების ნაყოფს დღეს ვიმკით.

ახლა ეს კაცი, რომელიც ფოტოდან სანდომიანი სახით შემოგყურებთ, კვლავ უნივერსიტეტის რექტორია. ამჯერად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი! მაგრამ სხვა ფაქტორიც არანაკლებად საინტერესოა- ხელისუფლების პირველი პირების ნდობით აღჭურვილი რექტორია, უბრალო რექტორი არაა, მეგობრებო.

აკრიფეთ ინტერნეტში: უნდა გადარჩეს უნივერსიტეტი! ასევე- დედაუნივერსიტეტის ძნელბედობის ჟამი (2004-2013). გიორგი გოგოლაშვილი.

გარწმუნებთ, დოკუმენტურადაა აღწერილი ყველა ის უბედურება, რაც ლომაიას განათლების მინისტრობას და ხუბუას რექტორობას მოჰყვა!

P.S. ველოდები ლევან ბერძენიშვილს როდის დაასახელებენ რომელიმე უნივერსიტეტის რექტორად, არც ეს გამიკვირდება.”

თეგები: გია ხუბუაირმა ინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება

12:22 02-06-2026
თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ

14:44 02-05-2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
ახალი ამბები

N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში

14:04 02-05-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი

15:17 02-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved