• რეკლამა
  • კონტაქტი
16:54, შაბათი, 1 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახლა, დღესვე არის ბოლო შანსი რომ მოხდეს შემდეგი – სამოქმედო 7 პუნქტი ბექა კონახიძისგან

ალია ავტორი - ალია
22:23 11-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,537

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ბექა კობახიძე:

ახლა, დღესვე არის ბოლო შანსი რომ მოხდეს შემდეგი:

1. ოთხივე პარტიის ლიდერი (მხოლოდ ლიდერი, თანმხლებების გარეშე) შეიკრიბოს პრეზიდენტის სასახლეში და განაცხადოს, რომ ქმნიან გადაწყვეტილებების მიმღებ მცირე საბჭოს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში უბრალო უმრავლესობით კენჭისყრაზე მიიღებს კრიზისის მართვისთვის აუცილებელ გადაწყვეტილებებს;

2. საქართველოს პრეზიდენტმა ქუჩაში შეკრებილ ხალხს უნდა განუცხადოს, რომ ტელეფონით ესაუბრა ბლინკენს, მომავალ სახელმწიფო მდივან რუბიოს, მაკრონს, შოლცს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და შარლ მიშელს. ისინი საქმის კურსში ჩააყენა, რომ მოხდა არამხოლოდ არჩევნების მიტაცება, არამედ დღეს დეკლარირდა კონსტიტუციური გადატრიალება კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით;

3. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ჯერ პირადი ზარით და შემდეგ საჯაროდაც უნდა დაპატიჟოს ქვეყანაში საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის საგარეო მინისტრები, ასევე ფონ დერ ლაიენი და მიშელი;

4. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხალხს ღიად უნდა უთხრას პირველ ეტაპზე რა საკითხების განხილვას აპირებს დასავლელ პარტიორებთან: ა) მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა უნდა იმუშაონ ეუთოს შიგნით, რათა ეუთოს დასკვნაში სრული სიმძაფრით გადმოიცეს ის დარღვევები, რაც თავად ეუთოს დამკვირვებლებმა მოიპოვეს და რაც ქართველმა არასამთავრობო, პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა და ჟურნალისტებმა გამოიძიეს; ბ) არჩევნებს ვერ ექნება ვერც შიდა და არ უნდა ჰქონდეს არც გარე ლეგიტიმაცია თუ ხელისუფლება არ გადაამოწმებინებს ადამიანებს არჩევნებზე მისულთა ვინაობას.
ამ უმოკლესი გზით დადგინდება საყოველთაო კარუსელი, რაც საერთაშორისო გამოძიებისა და ახალი არჩევნების საფუძველს შექმნის;

5. შიდა პროტესტი აცოცხლებს საგარეო ჩართულობას, ხოლო საგარეო ჩართულობა – შიდა პროტესტს. ამიტომ, ადამიანებს პრეზიდენტმა უნდა უთხრას, რომ საგარეო ჩართულობისთვის ის ყველაფერს აკეთებს და მათ ქუჩაში დგომას კონკრეტული მიზანი აქვს – დასავლეთს შეუძლია პროცესებში მძლავრად ჩაერთოს, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ჩვენ ყველა ვიდგეთ ქუჩაში;

6. დღეს ქართულმა ოცნებამ იგივე ქნა, რაც “პარლამენტის” პირველ სხდომაზე – იცოდა რომ ელჩები არ მოვიდოდნენ და ისაო, ჩვენ არ დავპატიჟეთო. დღეს – იცოდნენ, რომ ევროკავშირი მკაფიო ფორმალიზებას გაუკეთებდა მოლაპარაკებების არ გახსნას და განაცხადებდა, რომ სამთავრობო უწყებები ერთ ცენტს ვერ ეღირსებიან ბრიუსელიდან. ამიტომ, დაასწრეს და თავად თქვეს ეს. ძალის და დომინანტის პოზიციიდან უნდათ რომ ისაუბრონ, რათა დასავლეთმა უკან დაიხიოს და ესკალაციაში გამარჯვებულები გამოვიდნენ (ეს არის რუსეთის ტაქტიკა დასავლეთთან ურთიერთობაში, სულ ამას აკეთებენ).

რა არის ამის წამალი? ევროკავშირმა ესკალაციას ესკალაციით უნდა უპასუხოს და ქართულ ოცნებას უთხრას, რომ მას დაანგრევს თუ წესიერად არ მოიქცევა. პირველ ეტაპზე, მკაფიო და ერთადერთი მესიჯია საჭირო: არჩევნებზე მისულთა სიების გადამოწმებას თუ არ დაუშვებთ, არ მოხდება ხელისუფლების აღიარება, წავალთ იზოლაციაზე და ინდივიდუალური ქვეყნები დააწესებენ სანქციებს, ინდივიდუალურად გამოგიყრით შვილებს ევროპიდან და ამერიკიდან;

7. კრიზისების დროს სწორი კომუნიკაცია არის გადამწყვეტი. კრიზისების დროს, როგორც წესი, არის ერთი სპიკერი. ჩვენს შემთხვევაში, მთავარი სპიკერი უნდა იყოს პრეზიდენტი, ხოლო ოთხი პარტიის ლიდერმა უბრალოდ უნდა გაიმეოროს პრეზიდენტის ნათქვამი, ყოველგვარი ინდივიდუალიზმის გარეშე. დანარჩენმა პოლიტიკოსებმა, პარლამენტარებმა და სხვებმა, უნდა გადადონ თავიანთი ამბიციები გვერდზე, დაანებონ მიკროფონებს თავი და იმუშაონ საკუთარი აქტივების მობილიზაციაზე. პირველ წარმატებას თუ მივაღწიეთ, სულ რამდენიმე კვირაში გაჩნდება ნიადაგი იმის განსახორციელებლად, რასაც მამუკა ხაზარაძე ამბობს – ალტერნატიული პარლამენტი, სადაც ყველას მიეცემა სიტყვა, მაგრამ ახლა კონკრეტული კრიზისი ძალიან პატარა ჯგუფში უნდა დაიძლიოს;

ეს ყველაფერი შექმნის პროცესს, დინამიკას, სინერგიას.
თუ ეს ახლავე არ გაკეთდა, ჩათვალეთ რომ ეს არის კრიზისის პიკი და ხვალიდან გადავალთ დაღმავალ ფაზაში. დასავლეთი ჩათვლის, რომ მათ არ ესმით კონკრეტულად ვის ელაპარაკონ, რომ ოპოზიციაში არასერიოზული ხალხია, რომ ქართულ ოცნებას ხელშესახები ალტერნატივა არ ჰყავს; იგივეს ჩათვლის საქართველოს მოსახლეობა.
შესაბამისად, მივგორდებით თებერვლამდე, როცა ეუთო გამოაქვეყნებს ნელ-თბილ დასკვნას, დასავლეთი ჩუმი ბრაზით მიიღებს ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნას, გაიმარჯვებს ივანიშვილი და ამის შემდეგ რას გააკეთებს ეს მხოლოდ მასზე იქნება დამოკიდებული.

გადადეთ ეგოები გვერდზე გამოიყენეთ ეს შანსი!!!

თეგები: ბექა კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved