ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი:
„2 და 3 პროცენტით მოგება იმას ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ აქვსო!
ახლა ამ ბოდვას უსმენს დასავლური სამყარო, უსმენენ დემოკრატიულ ქვეყნებში, უსმენენ ევროპელ-ამერიკელი დამკვირვებლები და დიპლომატები!
უსმენენ და გაოგნებას ვერ მალავენ, რადგან არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება სწორედ ასეთ სხვაობას გულისხმობს, თორემ ტოტალიტარულ და დიქტატორულ რეჟიმებს პროცენტებში სხვაობა საერთოდ არ აინტერესებთ და არც აქვთ!
რას ითხოვენ, სხვაობა 80/20-ზე ან 70/30-ზე უნდა ყოფილიყო?!
მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებოდა ხელისუფლება ლეგიტიმური?!
ზოგიერთ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში 60/40-ზე დაჯდა!
ახლა ჩვენ რა უნდა ვქნათ, ამ დამარცხებულ ჩრდილოვანთა თუ ჩრდილოელთა დესტრუქციულ ბოდვას უნდა ვუსმინოთ?!
ჩვენს გაოგნებას მაინც ვერ მოახერხებენ, – ჩვენ ხომ არც ევროპელები ვართ და არც – ამერიკელები! ჩვენ ხომ დიდი ხანია ვიცით, რა უდუღთ!“
კომენტარები