ახალციხის სოფელ ივლიტაში, მესარკიშვილების ნაგაზმა ხუთი ლეკვი დაყარა. 31 დეკემბერს დაბადებული ლეკვებიდან ერთი მწვანე ფერისაა.
ძაღლის მეპატრონე ამბობს, რომ ზოოპარკიდან უკვე დაუკავშირდნენ, თუმცა ლეკვის გაჩუქებას არ აპირებს.
,,თავიდან ვერ ვიჯერებდით.. რთულია დაიჯერო მწვანე ლეკვის არსებობა და გაოცებულები ვიყავით, ამავე დროს ძალიან გახარებულები. პოსტი რომ დავდე, გამოხმაურებაც მოყვა, ბევრი გაოცდა, ბევრს გაუკვირდა და ბევრსაც ფოტოშოპი ეგონა”, – ამბობს ბესო მესარკიშვილი.
ახალ წელს დაბადებულ მწვანე ლეკვს, მესარკიშვილებმა ,,გრინჩი” დაარქვეს.
მწვანე ბეწვით დაბადებული ძაღლი ძალიან იშვიათია. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ეს იმის შედეგია, რომ ლეკვი საშვილოსნოში ყოფნისას მწვანე პიგმენტ ბილივერდინთან შედის კონტაქტში.
მსგავსი შეფერილობის ლეკვები დაბადებულია ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში და იტალიაში.
კომენტარები