“ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება”, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების მიღებას იწყებს.
პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 29-30 დეკემბერს დილის 09:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება.














კომენტარები