რუსეთში, ბელგოროდის ოლქში აფეთქება მოხდა – ინფორმაციას რუსული ტელეარხი NTV ავრცელებს. არხის Twitter-ზე გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს ძლიერი კვამლი.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფეთქება სტრელეცკის დასახლებაში მოხდა, სადაც საბრძოლო მასალის საწყობია განთავსებული.
ეს დეტალები ჯერ არ დადასტურებულა. რუსეთის ხელისუფლებას მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ცნობისთვის, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში, მათ შორის ბელგოროდში, ბოლო დღეებში საწვავისა და საბრძოლო მასალის საცავებში რამდენიმე აფეთქება და ხანძარი მოხდა.
კომენტარები