ახალ ზელანდიაში 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი კერმადეკის კუნძულების რეგიონში იყო. USGS-ის ცნობით, მიწისძვრა 152 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.
ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიურმა ცენტრმა მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიწისძვრის ძიმძლავრე 6,6 მაგნიტუდა, ხოლო სიღრმე 183 კმ-ია.
ამასთან, მიწისძვრის შემდეგ მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გაფრთხილება არ გავრცელებულა.
კომენტარები