• რეკლამა
  • კონტაქტი
17:55, სამშაბათი, 27 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ახ­ლაც შოკ­შია, ჰყვე­ბა, რომ წყალ­ში არ­ცერ­თი კარი არ გა­იხ­სნა” – რას წერენ ბორჯომში, ბოლო ზარზე მომხდარ ტრაგედიაზე

ალია ავტორი - ალია
11:04 05-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
340

გუშინ, ბორჯომში ტრაგედია დატრიალდა.

ბოლო ზარზე მომხდარ ავარიას 17 წლის ლუკა ლეკიაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც ბორ­ჯო­მის კლი­ნი­კა “ჯეო ჰოს­პი­ტალ­ში” გადაიყვანეს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, სა­ჭეს­თან გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი იჯდა. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო ჯღარ­კა­ვა წერს:

“ეს ჩემი გარ­დაც­ვლი­ლი მე­გო­ბა­რი ხა­თუ­ნა­ა, 12 წლის იყო მა­შინ მისი შვი­ლი აკა­კი, დღეს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა ბორ­ჯომ­ში მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ, ბოლო ზარ­ზე წა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, მან­ქა­ნით მტკვარ­ში გა­და­ვარ­დნენ, და­ი­ღუ­პა ულა­მა­ზე­სი და უკარ­გე­სი ბავ­შვი ლუკა, სა­ჭეს­თან მისი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი, ჩემი გარ­დაც­ვლი­ლი მე­გობ­რის ხა­თუ­ნას შვი­ლი იჯდა, იმ დროს როცა მე და აკა­კის დე­ი­და, ნინო ბოდ­ბე­ში წმინ­და ნი­ნოს საფ­ლავ­თან ვლო­ცუ­ლობ­დით მისი დის­შვი­ლი, მტკვარ­ში სი­ცო­ცხლეს ებ­რძო­და.

სიღ­ნაღ­ში დაგ­ვი­რე­კეს, დაგ­ვი­მა­ლეს ამ­ბა­ვი, ყვე­ლა ტე­ლე­ფონს გვი­თი­შავ­და, სა­გა­რე­ჯომ­დე ცო­ცხა­ლი იყო თუ არა ისიც არ ვი­ცო­დით, წარ­მო­იდ­გი­ნეთ რა გა­ვი­ა­რეთ, რო­გორ ჩა­ვე­დით ბორ­ჯომ­ში არ მახ­სოვს, აკა­კი ცო­ცხა­ლი დაგ­ვხვდა, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ყავ­დათ გა­დაყ­ვა­ნი­ლი და­კი­თხვა­ზე და ვაი იმ სი­ცო­ცხლეს შვი­ლო, ბავ­შვი ახ­ლაც შოკ­შია… ჰყვე­ბა, რომ წყალ­ში არ­ცერ­თი კარი არ გა­იხ­სნა, არ­ვი­ცი უცებ რა ძა­ლამ გა­ა­ღო კარი, მსუ­ბუ­ქად და გად­მო­ვე­დიო, არა­და კარი ახ­ლაც ჩა­კე­ტი­ლია.

იმ წუ­თებ­ში ბოდ­ბის მო­ნას­ტრის ძა­ლამ და ჩემი გარ­დაც­ვლი­ლი მე­გობ­რის სულ­მა. რო­მე­ლიც ეს ორი დღე სულ ჩვენ­თან იყო, შვილს უპატ­რო­ნა, ცო­ცხალ ადა­მი­ანს ეშ­ვე­ლე­ბა, მაგ­რამ რა ეშ­ვე­ლე­ბა აწი ლუ­კას და მის ოჯახს, რო­გორ უნდა იცხოვ­როს დღე­ი­დან აკა­კიმ ამ მძი­მე ტვირ­თით, ერთი კე­დე­ლი ყოფთ ბორ­ჯომ­ში მათ სახ­ლებს, სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს, სა­ში­ნე­ლი, ბოლო ზარ­ზე ბავ­შვე­ბის მან­ქა­ნე­ბით სი­ა­რუ­ლი უნდა აიკ­რძა­ლოს.

რამ­დე­ნი ოჯა­ხი გა­უ­ბე­დურ­და უკვე… ახლა ისე ვარ ენით ვერ ავ­წერ, დღეს ლუ­კას­თან ერ­თად აკა­კიც მკვდა­რია და მათი ოჯა­ხე­ბიც… ხა­თუ­ნა, დღე­ი­დან შენ უპატ­რო­ნე ლუ­კას, შენი მე­გობ­რის შვილს, აკა­კის კი ჩვენ შევ­ძლებთ აქ შე­ვუმ­სუ­ბუ­ქოთ ის მძი­მე ტვირ­თი, რაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უნდა ატა­როს” – წერს ნინო ჯღარ­კა­ვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
ახალი ამბები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

13:59 01-27-2026
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

12:52 01-27-2026
თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved