უფლებადამცველი და სამოქალაქო აქტივისტი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში მისი არასრულწლოვანი შვილის კოვიდვაქცინირების ფოტოს აქვეყნებს და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს.
“მგონი, ჩვილობის მერე არ დამიდია ჩემი შვილის ფოტო საჯაროდ; მისივე ნებართვით ვდებ პარასკევს რესპუბლიკურში გადაღებულ ფოტოს, სადაც იცრება ფაიზერის ვაქცინით. არ ჰქონია რაიმე გვერდითი ეფექტი, გარდა იმისა, რომ მეორე დღეს მოგვიანებით გაიღვიძა და ხელს იტკიებდა ცოტა. დღეს ხელსაც თავისუფლად ამოძრავებს და არის შესანიშნავად.
აიცერით, ხალხო, გუშინ 81 ადამიანი იმსხვერპლა კოვიდმა! ხომ ხედავთ, უკვე ბავშვებსაც ვცრით. ეს რომ საშიში იყოს, ჩემ მხოლოდშობილ ძეს ხომ ვერ გავიმეტებდი?!”, – წერს ბაია პატარაია ფეისბუქზე.
კომენტარები