საცხოვრებლის მოკლევადიანი გაქირავების სერვისმა Airbnb-მა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს საცხოვრებლის საზღვარგარეთ დაჯავშნის სერვისი გაუუქმა. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

რუსეთსა და ბელარუსში საცხოვრებლისა და ღირსშესანიშნაობების დაჯავშნა შეწყდა და ამ ქვეყნებიდან სტუმრები ასევე ვეღარსად შეძლებენ საცხოვრებლის დაჯავშნას, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
მარტის დასაწყისში სერვისის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან ჩესკიმ განაცხადა პორტალის მუშაობის შეჩერების შესახებ რუსეთსა და ბელარუსში. ამ ქვეყნებში სერვე ტურისტებისთვის მიუწვდომელი გახდა.
მანამდე ჩესკი ასევე იტყობინებოდა, რომ Airbnb, სახლის მფლობელებთან ერთად, უკრაინიდან 100 000-მდე ლტოლვილის განთავსებას აპირებდა. ჩესკიმ ასევე მოუწოდა პოლონეთის, გერმანიის, უნგრეთის და რუმინეთის მოსახლეობას, დაეხმარონ ლტოლვილებს უკრაინიდან.
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
კომენტარები