• რეკლამა
  • კონტაქტი
04:29, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აი, ამ ხალხში ეძებს ივანიშვილი მათ, ვისაც მოისყიდის, რომ დაგვცინოს”

ალია ავტორი - ალია
16:23 11-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ძირფასო ოპოზიციურო პარტიებო.

ვიცი, რომ არ გაქვთ ადვილი გადაწყვეტილება მისაღები. პარლამენტს გარეთ დარჩენა არ არის ადვილი, პოლიტიკოსებს ის ხელფასებიც ჭირდებათ, რასაც პარლამენტში იღებენ და ის თანხებიც, რასაც ბიუჯეტიდან იღებენ, რომ იარსებონ, ქონდეთ ოფისები, ელემენტარული ლოჯისტიკური საკითხები მოაგვარონ. გაქვთ გარკვეული ვალდებულებები მაგალითად სპონსორებთან, გარდა ამისა, ყველას გყავთ სუსტი რგოლები სიაში, ანუ გამსვლელი სიის მიღმა ისეთი ხალხი გიწერიათ ფორმალურად, საერთოდ რომ არ იცნობთ ზოგს.

სავარაუდოდ სწორედ ამ ხალხში ეძებს ივანიშვილი მათ, ვისაც მოისყიდის, რომ კიდევ ერთხელ დაგვცინოს. მაგრამ მოგვარებადია ყველაფერი.

თუ თქვენ იმ ხალხს დაგვიდგებით გვერდით, ვისაც აღარ გვინდა ამ ჭაობში ცხოვრება, ჩვენც გიგულშემატკივრებთ ბოლომდე. გამჭვირვალობა და ამომრჩეველთან თანამშრომლობაა ახლა გამოსავალი. დაიწყეთ დეპუტატობაზე უარის თქმის განცხადებების დაწერა სიების ბოლოდან. თუ ვინმე გაჭედავს, გამოიტანეთ საჯაროდ მისი ვინაობა. არ შეიტანოთ ლიდერებმა მანდატზე უარის თქმის განცხადებები, სანამ ბოლო ეშელონების განცხადებებს არ შეიტანთ.

გარდა ამისა, როგორც კანონში ვხედავ, თქვენ საბიუჯეტო დაფინანსება მაინც გეკუთვნით არჩევნების შედეგების მიხედვით, მიუხედავად იმისა, შეხვალთ თუ არა პარლამენტში. არ თქვათ უარი, მიიღეთ ეს დაფინანსება და იქნებ ცოტა ხნით ამით აარსებოთ პარტიები, ოფისები. სავარაუდოდ ოცნება ამითაც შეეცდება მანიპულირებას და თქვენზე ზეწოლას, მაგრამ კანონში ცალსახად წერია რომ გეკუთვნით. მე პირადად არ მენანება თქვენთვის ეს ფული ბიუჯეტიდან. მინდა რომ გაძლიერდეთ. მოკლედ, დიდი ბრძოლა გველის და ნუ გაგვიცრუებთ იმედებს.”

თეგები: ნინო ჯანგირაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved