• რეკლამა
  • კონტაქტი
22:12, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აგერ ამერიკა, აგერ „ფარა“, გამართულად მუშაობს, სასარგებლო რესურსია, ერთი-ერთში გადმოვიღებთ, ვთარგმნით და მივიღებთ – შალვა პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:16 02-06-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
117

აგერ ამერიკა, აგერ „ფარა“, გამართულად მუშაობს, სასარგებლო რესურსია, გადმოვიღებთ ერთი-ერთში, ვთარგმნით და ვიღებთ, როგორც არის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხალხს, რომელიც „გამჭვირვალობის კანონს“ აპროტესტებდა, ის წაკითხულიც არ ჰქონდა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი, კანონის წინააღმდეგ განწყობა შეუქმნეს.

„მთავარი, რაც მოხდა „გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით, მათ შორის, შეგახსენებთ, რომ ამერიკული ფონდების დაფინანსებით პირდაპირ ააჯანყეს საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ მოეხდინათ კანონის დისკრედიტაცია, რომელიც მივიღეთ და ბევრი მსჯელობის დროს უცხოელებთან, თუ შიდა დისკუსიების დროს, ვნახეთ, რომ არავის წაკითხულიც კი არ ჰქონდა „გამჭვირვალობის კანონი“. კითხვა გვქონდა, წაიკითხეთ თუ არა კანონი ვარკვევდით, რომ ხალხს, რომელიც ამას აპროტესტებდა, წაკითხულიც კი არ ჰქონდათ, კანონის წინააღმდეგ განწყობა შეუქმნეს. უცხოელებთან როდესაც ვსაუბრობდით, იქაც ვხედავდით, სინამდვილეში არ ესმოდათ, რა ეწერა კანონში და ის შეფუთვა, რომელიც აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და შეგახსენებთ, რომ მან პირველმა უწოდა ამ კანონს რუსული კანონი და რუსეთიდან ინსპირირებული, ის იყო ამ კანონის ასეთი ბრენდინგის ავტორი. მას აჰყვა იმავე ბიუჯეტებიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, კანონის დისკრედიტაციას ცდილობდნენ და აზიანებდნენ მას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ყოველგვარი შინაარსობრივი საკითხები რომ მოიხსნას და ახსნა -განმარტებები არ იყოს საჭირო, „ქართული ოცნება“ ამერიკულ „ფარას“ ერთი-ერთში გადათარგმნის და მიიღებს.

ყოველგვარი შინაარსობრივი საკითხები რომ მოიხსნას და ახსნა -განმარტებები არ იყოს საჭირო, აგერ არის აშშ, აგერ არის აშშ-ს „ფარა“, რომლითაც ჩვენ ყველა ვსარგებლობთ. ვნახეთ, რამდენი საჭირო ინფორმაცია მივიღეთ ამ რეესტრიდან, რომ არა „ფარა“, ხომ ვერ გავიგებდით, რომ „ფორმულას“ მესაკუთრე კეზერაშვილი და ეს ტელევიზია საქართველოს წინააღმდეგ ლობისტებს აფინანსებდა, რომ სააკაშვილი დაეხსნათ და ა.შ. აღმოჩნდა, რომ „ფორმულას“ ჰქონდა იქ ლობისტური ხელშეკრულებები დადებული და ვერ გავიგებდით, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები თურმე, აშშ-ში იწერება „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველების და ლობისტების მხრიდან და ა.შ., ამიტომ, აგერ ამერიკა, აგერ „ფარა“, გამართულად მუშაობს, სასარგებლო რესურსია, გადმოვიღებთ ერთი-ერთში. სხვაობას რაც შეეხება, ჩახედეთ, განსხვავება თვითონ იპოვეთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ვიღებთ ამერიკულ „ფარას“, ვთარგმნით და ვიღებთ, როგორც არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved