რამდენიმე წუთია, რაც ადვოკატები გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შევიდნენ. იქამდე, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს. ბასილაიას განცხადებით, სააკაშვილმა იცოდა, რომ კერძო კლინიკაში გადაჰყავდათ.
„მიხეილ სააკაშვილს უთხრეს, თითქოს კერძო კლინიკაში გადაჰყავდათ. რას ნიშნავს, თავისი ნებით გადავიდა? მე-18 დაწესებულება არ იყო მზად, შეესრულებინა კონსილიუმის მოთხოვნები. ჩვენ ვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე გადაიყვანონ. ყველა ძალას მოიკრებს და ამას შეძლებს. ამას უკვე თვე-ნახევრის განმავლობაში ვითხოვთ“, – აცხადებს ბექა ბასილაია.
8 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, რომლებზეც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი თავად ალაგებს ნივთებს სამკურნალო დაწესებულებაში გადასასვლელად.
კომენტარები