ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა „ვივამედში“ დედა გიული ალასანია მივიდა.
მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
„სუსტდება ყოველდღე, უჭირს წამოდგომა ძალიან და ჭამაც უჭირს, ლაპარაკიც უჭირს, ყველაფერი უჭირს. ოთხშაბათს 27 ქვეყნის ხელისუფლება მიმართვას ჩვენს ხელისუფლებას, სააკაშვილის გათავისუფლებას შუამდგომლობით, რომ მიეცეს შესაძლებლობა, გაიაროს მკურნალობა პოლონეთში“, – აცხადებს გიული ალასანია.
კომენტარები