• რეკლამა
  • კონტაქტი
17:20, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ადამიანურად მაწუხებს ის ამბავი, რომ „ქოცები“ უკან ჩამოვიყვანეთ“ – იაგო ხვიჩია

ალია ავტორი - ალია
22:13 07-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,766

ცოტა უხერხულად ვართ იმ ხალხთან, ვინც შვებულებიდან ჩამოიყვანეს. საერთოდ არ გვინდოდა „ქართული ოცნების“ რომელიმე დეპუტატის ჩამოყვანა, პირიქით, დღესაც წავიდნენ თუ უნდათ, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც „თავდაცვის კოდექსის“ საკითხზე, ხვალ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას გამოეხმაურა.

როგორც ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, „თავდაცვის კოდექსი“ „ქართული ოცნების“ დიდი საჩუქარია საზაფხულო სესიაზე.

„ეს რომ „ქართულ ოცნებას“ არ შემოეტანა, ვფიქრობდით, რა უნდა გაგვეკეთებინა, თან ისე არ შემოეტანა, როგორც შემოიტანეს. ამიტომ ჩვენ დიდი ინტერესით ველოდებით ნებისმიერ ასეთ შეხვედრას. ცოტა უხერხულად ვართ იმ ხალხთან, ვინც შვებულებიდან ჩამოიყვანეს. საერთოდ არ გვინდოდა „ქართული ოცნების“ რომელიმე დეპუტატის ჩამოყვანა, პირიქით, დღესაც წავიდნენ თუ უნდათ. ისინი პარლამენტში ყოფნით უფრო მეტად აფუჭებენ, ვიდრე რამეს აკეთებენ. ადამიანურად მაწუხებს ის ამბავი, რომ „ქოცები“ უკან ჩამოვიყვანეთ.

ამ ისტორიას ასე ვუყურებ – „ქოცები“ აგროვებენ საკუთარ 75-76 კაცს, ტრიბუნას გვიკეთებენ, სხდომას გვიხსნიან, ჩვენ ამით ვერთობით. საზოგადოებას ვაჩვენებთ, თუ რას ჰგავს „თავდაცვის კოდექსი“ , განხილვა რას ჰგავს, პროცედურები რას ჰგავს, ჯარის მიმართ დამოკიდებულება რას ჰგავს.

„ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ მოგვცა შესაძლებლობა, რომ ხვალ ადამიანებს ვაჩვენოთ, რა ბოროტმოქმედებას სჩადიან“,- განაცხადა ხვიჩიამ.

თეგები: იაგო ხვიჩია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved