• რეკლამა
  • კონტაქტი
07:14, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ადამიანი ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა – სადამდე მივედით, რომ ვეღარ ერკვევიან სქესებში და გენდერებში” – მეუფე იაკობი

ალია ავტორი - ალია
15:46 03-10-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
179

სხვა ქვეყნებში ღმერთთან თვითონ აგონ პასუხი, ჩვენ ძველი დროიდან მოყოლებული ვიცით, რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა მამაკაცად და დედაკაცად, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობის თქმით, საქართველოში პოლიტიკოსებმა უნდა დააფიქსირონ თუ როგორ უყურებენ საკითხს.

„არ უნდა ვილაპარაკოთ ისეთ თემებზე, რაც გონებას აბინძურებს. ვაჟი და გოგო რომ გეყოლება, გიხარია და შემდეგ, თურმე თვითონ ირჩევს ვინ არის, ბიჭი თუ გოგო. ამაზე ქართულ საზოგადოებაში დღესვე უნდა შედგეს საუბარი, უნდა დაიხუროს ეს თემა ქართველებისთვის, რადგან ეს დიდი სისულელეა. სხვა ქვეყნებში თუ უნდათ იყვნენ მასე, ღმერთთან თვითონ აგონ პასუხი, ჩვენ ძველი დროიდან მოყოლებული ვიცით, რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა მამაკაცად და დედაკაცად. ყველა ლამაზია, ადამიც და ევაც, შესაბამისად, მათი თაობაც, რადგან მსოფლიოში არეულია, ადრე თუ გვიან ჩვენც მოგვადგებიან და გვეტყვიან მასე გააკეთეთო. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ რა და როგორ გვინდა. მშობლები ხართ და გინდათ მასეთი თავისუფლება? ნორმალურია ის ადამიანი, კაცი რომ იტყვის, კაცი არ ვარო და ქალი რომ იტყვის, ქალი არ ვარო?

სხვაგან არის ასეთი რამ: მამრობითი, მდედრობითი და საშუალო სქესი და ვხედავთ სადამდე მივედით, რომ ვეღარ ერკვევიან სქესებში და გენდერებში. ჩვენთან კი იფიქრებ, რომ ამ ენაზე შექმნა და დაარქვა ადამმა ყველას თავისი სახელი.

ამიტომ, ჩვენთან პოლიტიკოსებმა, ეს იქნება დღევანდელი ხელისუფლება, თუ მომავალში მიშას უნდა მოსვლა, უნდა დააფიქსირონ თუ როგორ უყურებენ ამას. პირდაპირ გეტყვით, ვინც დღეს ამ თემაზე საუბარს ერიდება, ჩვეულებრივი გამყიდველია“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობმა ამავე საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ პოლიტიკოსები უნდა გამოვიდნენ, პოლემიკაში შემოვიდნენ და აჩვენონ რა უნდათ და რა არა.

„ქართული ეკლესია ყოველთვის ვიდგებით იქ, სადაც ხალხს სჭირდება. ჯობია ეს პოლიტიკოსებიც გაერკვნენ რა უნდათ და რა არა. გამოვიდნენ და პოლემიკაში შემოვიდნენ და გვაჩვენონ რა უნდათ, რა არა. იმიტომ, რომ ქართველებმა უნდა გადავწყვიტოთ, როგორც ქალის და მამაკაცის ოჯახად დეფინიცია, ასევე გადასაწყვეტი გაგვიხდება, რომ მერე ვიღაც სულელებმა რაღაც ახალი არ მოგვიტანონ“, – განაცხადა მეუფემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved