• რეკლამა
  • კონტაქტი
13:47, შაბათი, 31 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ადამიანები, რომლებიც ბიბლიად განიხილავენ ნებისმიერ ევროპულ და ამერიკულ განცხადებას, არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, ახლა მათთვის არაფერს არ ნიშნავს არც ბაიდენის და არც ბორელის განცხადებები – პრემიერი

ალია ავტორი - ალია
11:00 11-01-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
119

„ცესკომ გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება, რასაც მეორე დღეს უპასუხა პროკურატურამ და რეალურად, გამოძიება დაიწყო. ამ პირობებში, ისევ და ისევ ის ადამიანები, რომლებიც ბიბლიად განიხილავენ ნებისმიერ ევროპულ და ამერიკულ განცხადებას, არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან. მოგვიწოდა ამერიკის პრეზიდენტმა, ბორელმა გამოძიების დაწყებისკენ, პირდაპირ მოუწოდეს შემდეგ სალომე ზურაბიშვილს, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა ახლა მათთვის არაფერს ნიშნავს არც ბაიდენის და არც ბორელის განცხადებები. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

” ეს ადამიანები პირდაპირ ამბობენ, რომ არ აპირებენ გამოძიებასთან თანამშრომლობას. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის NGO-ს წარმომადგენელი, მას აქვს სხვა პასუხისმგებლობა. როდესაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი სახელმწიფოს სისტემას სდებს პრაქტიკულად უმძიმეს ბრალს, რა თქმა უნდა, მას აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს სხვა კონსტიტუციურ ორგანოს, როგორიც არის საქართველოს პროკურატურა. როცა ამას არ აკეთებს, აქ უკვე გვაქვს უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ სინამდვილეში არაფერი აქვს სათქმელი გამოძიებისთვის სალომე ზურაბიშვილს.

ის არის იმედგაცრუებული, ემზადებოდა 6-წლიანი ვადით პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენისთვის, თუმცა გაუცრუვდა იმედები და ახლა ხავსს ეჭიდება. ეს არის სკამისთვის ბრძოლა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ოპოზიციონერების მხრიდან. მათ სხვა სკამების მოლოდინი ჰქონდათ და რეალურად, ეს იმედები გაუცრუვდათ. შესაბამისად, ხავსს ეჭიდებიან, თუმცა რესურსი რეალურად აქვთ ნულოვანი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved