ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 366 161 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3 754 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინდოეთში კორონავირუსის 22.66 მილიონი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 246 116 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
კომენტარები