• რეკლამა
  • კონტაქტი
03:39, პარასკევი, 16 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო” – თეკლა თორდიას მამა

ალია ავტორი - ალია
12:58 05-09-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით გარ­დაც­ვლი­ლი 19 წლის თეკ­ლა თორ­დი­ას საქ­მე­ზე 10 სა­ხის დარ­ღვე­ვა გა­მო­ავ­ლი­ნა. ამის შე­სა­ხებ მე­დი­ას ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია “ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრმა”, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სებს იცავს.

დო­კუ­მენ­ტში არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიგ­ნე­ბაა, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის არა­ე­ფექ­ტურ მუ­შა­ო­ბას ჰფენს ნა­თელს, რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო მი­იჩ­ნევს, რომ და­ა­ვა­დე­ბის პირ­ვე­ლი­ვე კვი­რა­ში ინ­ფექ­ცი­უ­რი პრო­ცე­სის მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. დას­კვნის თა­ნახ­მად, მყი­სი­ე­რად უნდა შე­ფა­სე­ბუ­ლი­ყო 1 ტი­პის შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის (ინ­სუ­ლინ­და­მო­კი­დე­ბუ­ლო­ბის) სა­კი­თხი. ამას­თან, რო­გორც დო­კუ­მენ­ტშია ნათ­ქვა­მი, ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გის მი­ზე­ზი იყო დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­აც.

“სა­ა­გენ­ტოს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე, ირ­კვე­ვა, რომ დარ­ღვე­უ­ლია ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ბრძა­ნე­ბე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი. თუმ­ცა, შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო რე­ცენ­ზი­ის ავ­ტო­რე­ბი, თა­ვი­ანთ დას­კვნა­ში აღ­წე­რი­ლი და გა­მოვ­ლე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მხო­ლოდ ერთი წი­ნა­და­დე­ბით, ბუნ­დოვ­ნად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ „ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ პრობ­ლე­მებს, რაც არ­სე­ბობ­და პა­ცი­ენ­ტის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ მო­უხ­დე­ნია გავ­ლე­ნა გა­მო­სა­ვალ­ზე“.

ასე­თი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია და აჩენს კი­თხვებს რე­ცენ­ზი­ის ავ­ტო­რე­ბის ტენ­დენ­ცი­უ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჯან­დაც­ვის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თეკ­ლა თორ­დი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა ორი ექი­მის პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი. ამ ეტაპ­ზე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრს“ არ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია კი­თხვა­ზე – თეკ­ლა თორ­დი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო, პა­ცი­ენ­ტის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბი­სას იყო თუ არა თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით“, – ნათ­ქვა­მია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გარ­დაც­ვლი­ლის მამა რატი თორ­დია ამბობს, რომ რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დას­კვნამ საქ­მის გარ­კვე­ულ სა­კი­თხებს ნა­თე­ლი მოჰ­ფი­ნა, თუმ­ცა, მისი შე­ფა­სე­ბით, არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი­თხვა კვლავ პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი რჩე­ბა.

“ჩვენ, რა­საც ვფიქ­რობ­დით, ეგ არის. ცოტა გა­მიკ­ვირ­და კი­დეც, ეს დას­კვნა რომ მო­ი­ტა­ნეს. დო­კუ­მენ­ტი მას შემ­დეგ მოგ­ვცეს, რაც ჩვენ და­ვი­წყეთ მო­თხოვ­ნა, რომ საქ­მე მოკ­ვლე­უ­ლი­ყო, მი­ვე­დით სა­მი­ნის­ტრო­ში და ად­გილ­ზე მო­ვი­თხო­ვეთ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა. თა­ვი­დან ისე უნ­დო­დათ საქ­მის წაყ­ვა­ნა, რომ კო­ვიდ-სას­ტუმ­როს ექი­მი გა­მო­სუ­ლი­ყო ყვლა­ფერ­ში დამ­ნა­შა­ვე. ჩვენ ვუ­თხა­რით, რომ ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი პრე­ტენ­ზია სწო­რედ მას­თან გვქონ­და, რად­გან აქ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ექი­მე­ბის უყუ­რა­დღე­ბო­ბა და გულ­გრი­ლო­ბა იყო. დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია.

ბავ­შვი დრო­უ­ლად არ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს იყო კრი­ტი­კუ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი. დაგ­ვი­ა­ნე­ბით ხომ გა­მოჩ­ნდა ად­გი­ლი, როცა უკვე აზრი აღარ ჰქონ­და? რამ­დენ­ჯე­რაც დავ­რე­კეთ და მო­ვი­თხო­ვეთ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია, ერ­თმა­ნეთ­თან გვა­მი­სა­მარ­თებ­დნენ და წრე­ზე გვატ­რი­ა­ლებ­დნენ. კი­დევ ბევრ რა­მე­ზე უნდა გას­ცეს პა­სუ­ხი გა­მო­ძი­ე­ბამ. ვფიქ­რობ, რომ გერ­მა­ნუ­ლი კლი­ნი­კის მი­მარ­თაც უნდა დად­გეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, თუ ამას და­ა­დას­ტუ­რე­ბენ. ბო­ლოს რომ დავ­რე­კეთ ამ კლი­ნი­კა­ში, მი­თხრეს, რომ ბავ­შვი და­ვა­ძი­ნეთ, რად­გან ძა­ლი­ან ცუ­დად იყო და სუნ­თქვა უჭირ­დაო. რა­ტომ არ ჩაგ­ვა­ყე­ნეს საქ­მის კურ­სში თუ აძი­ნებ­დნენ? ან რამ­დე­ნად სა­ჭი­რო იყო და­ძი­ნე­ბა? ასე­ვე, რა­ტომ არ გვპა­სუ­ხო­ბენ კი­თხვა­ზე, იყო თუ არა მა­შინ თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი კლი­ნი­კებ­ში, როცა ეს თეკ­ლას კრი­ტი­კუ­ლად სჭირ­დე­ბო­და?” – ამბობს რატი თორ­დია.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ და­ად­გი­ნა ორი ექი­მის ბრა­ლე­უ­ლო­ბის სა­კი­თხი, მათ შო­რის არი­ან ოჯა­ხის ექი­მი და პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის მე­დი­კო­სი. კონ­კრე­ტუ­ლად რა სა­ხის სან­ქცი­ას შე­უ­ფარ­დე­ბენ მათ, ჯერ-ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

“ოჯა­ხის ექიმს თა­ვად ესა­უბ­რა თეკ­ლა, სა­ნამ შე­ეძ­ლო და უთხრა, რომ ჰქონ­და მა­ღა­ლი სი­ცხე, უჭირ­და სუნ­თქვა, ყვე­ლა­ფე­რი სტკო­და და თან შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. ექიმ­მა კი არაფ­რად ჩა­აგ­დო ეს ყვე­ლა­ფე­რი და არ მო­ი­თხო­ვა ბავ­შვის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია. მან კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ში გა­დაყ­ვა­ნის რე­კო­მენ­და­ცია გას­ცა, სა­დაც თერ­მო­მეტ­რიც კი არ ჰქონ­დათ, სხვა­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ. რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვე­რის­ტე­ტო კლი­ნი­კის ექი­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რო­დე­საც კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­დან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ ბავ­შვი, ექიმ­მა გა­სინ­ჯა და ისევ სას­ტუმ­რო­ში და­აბ­რუ­ნა. იქ უკი­დუ­რე­სად დამ­ძიმ­და თეკ­ლას მდგო­მა­რე­ბა და გა­და­ვიყ­ვა­ნეთ გერ­მა­ნულ კლი­ნი­კა­ში, მაგ­რამ უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო, მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა”, – ამ­ბობს გარ­დავ­ლი­ლი თეკ­ლა თორ­დი­ას მამა.

რატო თორ­დია იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა აქ­ტი­უ­რად და ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ი­ძი­ებს საქ­მეს და სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბით ყვე­ლა კი­თხვას პა­სუ­ხი ამომ­წუ­რა­ვად გა­ე­ცე­მა.

19 წლის თეკ­ლა თორ­დია 2020 წლის 29 ნო­ემ­ბერს თბი­ლის­ში, გერ­მა­ნულ ჰოს­პი­ტალ­ში გარ­და­იც­ვა­ლა – ის კო­რო­ნა­ვი­სუ­რით იყო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და ჰქონ­და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, დი­ა­ბე­ტი. გერ­მა­ნულ კლი­ნი­კა­ში პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­დეს, რომ როცა თეკ­ლა 24 ნო­ემ­ბერს კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­დან მათ­თან მი­იყ­ვა­ნეს, მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე უი­მე­დო იყო.

ambebi.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

15:42 05-15-2025
თიბისი აგრობიზნესისთვის – „ჭარებულას“ ვაშლის ბაღები ქართლში
ახალი ამბები

თიბისი აგრობიზნესისთვის – „ჭარებულას“ ვაშლის ბაღები ქართლში

14:26 05-15-2025
როგორ უნდა შეამოწმო დივნის ხარისხი? – წესები, რომლებიც ავეჯის შეძენაში დაგეხმარება
ახალი ამბები

როგორ უნდა შეამოწმო დივნის ხარისხი? – წესები, რომლებიც ავეჯის შეძენაში დაგეხმარება

07:00 05-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved