1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 000 ადამიანი წავიდა, მათგან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. მეორე მსოფლიო ომში, საქართველომ, სტალინის სამშობლომ, პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.
თბილისში, ტრადიციულად, ეს დღე ვაკის პარკში აღინიშნება, სადაც საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები მივლენ.
კომენტარები