მალე მოპედების დარეგისტრირება დაიწყება და მართვის მოწმობები ასაღები მათაც ექნებათ, – ამის შესახე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
მისი თქმით, ვიდეოკამერებით მოპედების კონტროლი ვერ ხდება და ავტოსაგზაო შემთხვევებიც ხშირია.
„ამ საკითხზე ვმუშაობთ. გეთანხმებით, რომ მძიმე და მტკივნეული თემაა ქალაქში მოპედებით გადაადგილება. მთავარი პრობლემა არის, რომ ვერ ხდება მათი გადაადგილების კონტროლი ვიდეოკამერებით, ვერ ვაჯარიმებთ, აქედან გამომდინარე, თავისუფლად დადიან და სამწუხაროდ, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. მალე მოხდება მოპედების დარეგისტრირება და მათაც ექნებათ მართვის მოწმობები ასაღები“, – აცხადებს გომელაური.
რაც შეეხება გარდაცვლილთა სტატისტიკას, შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მონაცემები კატასტროფულად არ გაზრდილა.
„მოპედებით გარდაცვალება ნაკლებია. მძლავრ მოტოციკლეტებზე, რომელსაც A კატეგორიის მართვის მოწმობა სჭირდება უფრო ხშირი შემთხვევებია. როგორც მახსოვს, კანონპროექტი ორი მოსმენით გატანილია პარლამენტში და მალე დავარეგისტრირებთ“, – განაცხადა გომელაურმა.
კომენტარები