“ბზობა არის დიდი ზეიმი, სიხარული, სიყვარულის ზეიმი“, – ასე მიმართა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ბზობის დღესასწაულის აღსანიშნავად.
მან თქვა, რომ მწუხარება ხშირად ცვლის სიხარულ, სიხარული და სიყვარული მწუხარებასთან ცვალებადია.
“ყოველი დღე გვაახლოებს ჩვენ მეორედ მოსვლას, ადამიანმა უნდა იფიქროს, რა გველოდება ჩვენ წინ. დღეს არის დღესასწაული ქართული ენის, გილოცავთ, ამ დღესასწაულებს. ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს ღმერთმა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, როგორ შეხვდებით მეორედ მოსვლის დღესასწაულს. ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა გამონახოს გზა, რომელიც მიდის სასუფეველში“, – განაცხადა ილია მეორემ.
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს.
კომენტარები