მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში Facebook-ის Messenger-ი და instagram-ი შეფერხებით მუშაობს.
შეფერხება აისახა პლატფორმა Downdetector-ზე, სადაც მომხმარებლები ევროპის, ამერიკისა, აზიისა და კავკასიის ქვეყნებიდან წერენ, რომ ისინი აპლიკაციებს ვერ იყენებენ. მათი 61% პროცენტი აცხადებს, რომ ვერ გზავნიან შეტყობინებებს, 25% აპლიკაციებთან დაკავშირებას ვერ ახერხებს, ხოლო 12% აპლიკაციებზე შექმნილ ანაგარიშებზე ვერ შედის.
სამივე აპლიკაციის მფლობელი კომპანა Facebook-ია, სადაც შეფერხების მიზეზებთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
კომენტარები