აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების შემდეგ, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი დაიბარეს. ამის შესახებ გამოცემა The Jerusalem Post წერს.
გამოცემის ცნობით, მინისტრის მოადგილემ, სედათ ონალმა დიპლომატს განუცხადა, რომ თურქეთი მიუღებლად მიიჩნევს აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, სრულად უარყოფს და გმობს მას.
შეგახსენებთ, 24 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ პირველი მსოფლიო ომის დროს სომეხი მოსახლეობის გენოციდი ოფიციალურად აღიარა.
კომენტარები