“მე უკვე ვაქცინა გაკეთებული მაქვს” – ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა რუსთავი 2-ის ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე, აიცრება თუ არა საზოგადოების დასარწმუნებლად ჩინური ვაქცინით საჯაროდ.
“საერთოდ, 6 თვის მერე ხელახლა იქნება გასაკეთებელი, ამიტომ როდესაც იქნება შემდეგი დოზა, შემდეგი ეტაპი ვაქცინაციის, თამამად ავიცრები ჩინური ვაქცინით, უსაფრთხოა, რამეთუ ის არის დამზადებული ტრადიციული ტექნოლოგიით და უსაფრთხოა. ესეც ვთქვათ, მას ეფექტი ნაკლები აქვს, მაგრამ უსაფრთხოა”. – თქვა ცერცვაძემ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს არ დაუკონკრეტებია, “ასტრაზენეკათი” აიცრა თუ “ფაიზერით”.
კომენტარები