• რეკლამა
  • კონტაქტი
03:33, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა განსხვავებაა კორონავირუსის ვაქცინებს შორის – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ალია ავტორი - ალია
11:36 04-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ვაქცინის დამზადების 5 სხვადასხვა მეთოდზე საუბრობს.

ცერცვაძე განმარტავს განსხვავებას ძველი და ახალი თაობის ვაქცინებს შორის.

„5 ტექნოლოგია არსებობს ვაქცინის დამზადების. ყველაზე ძველი და ტრადიციულია, როდესაც ორგანიზმში შეჰყავთ დასუსტებული ვირუსი, ანუ ცოცხალი დასუსტებული ვირუსი. ამას ახლა ნაკლებად იყენებენ.

შემდეგი, ისევ ძველი ტექნოლოგიაა – ეს არის, როდესაც შეჰყავთ დახოცილი ინაქტივირებული ვირუსი, მაგრამ ვირუსი მაინც მთელი თავისი ცილებით და კომპონენტებით. ასეთია ჩინური ვაქცინები Sinovac-ი და Sinopharm-ი, ეს არის ძველი ტრადიციული ტექნოლოგია.

არის საშუალო ტექნოლოგია ძველსა და ახალს შორის, რომელსაც გამოიყენებს Novavax-ი და მიმაჩნია, რომ ეს იქნება ყველაზე კარგი ვაქცინა, როდესაც შეჰყავთ არა ვირუსი, არც ცოცხალი ან დახოცილი, არამედ ვირუსისგან გაწმენდილი, გამოტანილი ცილები. ეს არის ანალოგი იმისა, როგორიც არის გრიპის ვაქცინა. მიმაჩნია, რომ როდესაც Novavax-ის ვაქცინა გამოვა ბაზარზე და საქართველოს უკვე შეკვეთილი აქვს 1 მილიონი, ის ავტორიზაციას მიიღებს ივნის-ივლისში, ის იქნება ყველაზე კარგი ვაქცინა იმიტომ, რომ ის იქნება ამ შუალედური ტექნოლოგიით დამზადებული, ის იქნება უსაფრთხო და დაახლოებით 90-95%-იანი ეფექტურობის.

და ბოლოს, 2 ახალი ტექნოლოგია: როდესაც ერთი შეჰყავთ რნმ-ი, არა ცილა, არა ვირუსი, არამედ რნმ-ი, ეს არის Moderna და Pfizer-ი, რნმ-ი შემდეგ ორგანიზმს გამოამუშავებინებს, აძლევს ინსტრუქციას, რომ გამოიმუშაოს ვირუსის ცილები და ამ ცილების მიმართ იგივე ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, გარკვეული საფეხურებია.

და მეხუთე ტექნოლოგია ე.წ. ვექტორული, რომელსაც მიეკუთვნება AstraZeneca და Jonson &Jonson-ი და რუსული ვაქცინა რამდენადაც ვიცი, როდესაც ისევ შეჰყავთ ინფორმაცია, რნმ-ი, მაგრამ შეჰყავთ არა ცილის გარსში გახვეული როგორც Moderna-ს და Pfizer-ს, არამედ შესაყვანად გადამტანად იყენებენ ადენოვირუსს, რომელიც არის უწყინარი ვირუსი, ამ ადენოვირუსში ჩანერგავენ ინფორმაციას კორონავირუსის ცილების მისაღებად, ადენოვირუსს შეუყვანენ ორგანიზმს, ადენოვირუსი იშლება, გამოათავისუფლებს ინფორმაციას, ხდება ისევ ცილების წარმოება და შემდეგ ანტისხეულების“, – განმარტა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved