• რეკლამა
  • კონტაქტი
01:30, კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯერ კიდევ აუთვისებელია „ასტრაზენეკას“ 27 000-მდე დოზა, ეს ვაქცინებიც თუ არ ავითვისეთ, იმედი არ გვქონდეს, რომ „კოვაქსი“ ახალ დოზებს მოგვცემს – კულუმბეგოვი

ალია ავტორი - ალია
09:52 04-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

მინდა, პრეზიდენტიდან დაწყებული ყველა ჩაერთოს ვაქცინების მიღების პროცესში, რადგან ახლა, ჩვენ ქვეყანაში ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, – განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„მაგალითად, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშუალოდ დაურეკა „ფაიზერის“ აღმასრულებელ დირექტორს და მან პრეზიდენტს პიროვნულად მისცა გარანტია, რომ უკრაინას წლის ბოლომდე 10 მილიონ დოზას მისცემს. აქ, ჩვენ ასეთი პიროვნული გარღვევები გვინდა და მინდა, პრეზიდენტის დონიდან დაწყებული, ყველა ჩაერთოს ამ პროცესში, რადგან ახლა, ჩვენ ქვეყანაში ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი ხდება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, საქართველოს ვაქცინების ძალიან ლიმიტირებული რაოდენობა აქვს, მაგრამ არსებული ვაქცინებიც კი არ არის გამოყენებული.

„ჯერ კიდევ აუთვისებელია „ასტრაზენეკას“ 27 000-მდე დოზა. ეს მაშინ, როცა საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია 55 წლის ზემოთ. თუ ეს ვაქცინებიც არ ავითვისეთ, იმედი არ გვქონდეს, რომ „კოვაქსი“ ახალ დოზებს მოგვცემს. ძალიან კარგი იქნება და გამიხარდება, „ფაიზერის“ ორი და სამი მილიონი დოზა რომ გვქონდეს. რა თქმა უნდა, მოცვის მაჩვენებელი ძალიან სწრაფად გაიზრდებოდა და სამიზნე მაჩვენებლებს მივაღწევდით, მაგრამ ახლა, გამოსავალი უნდა ვიპოვოთ იქ, სადაც ვართ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

ბიძინა კულუმბეგოვმა ასევე განაცხადა, რომ ჯანმრთელი ახალგაზრდების აცრა პრიორიტეტი არ არის.

„ამ ეტაპზე საზოგადოების რაღაც ნაწილი ითხოვს, ამ ვაქცინას თუ ვერ ხარჯავთ, ჩვენ მოგვეცითო, მაგრამ პრიორიტეტიზაცია იმიტომ არსებობს, რომ იმ ადამიანებმა უნდა აიცრან, რომელთა ავადობის შემთხვევაშიც საავადმყოფოები ივსება. თუ ჩვენ ახლა ნახევარ მილიონ დოზას ახალგაზრდებს გავუკეთებთ, დღესვე რომ გვქონდეს ამის შესაძლებლობა, ტალღების შემთხვევაში ვერანაირ გავლენას ვერ ვნახავთ ვაქცინაციის ზოგად ავადობაზე და კლინიკური სექტორის დატვირთვაზე. ამიტომ, პრიორიტეტი არ არის, ავუცრათ ჯანმრთელ ახალგაზრდებს. ეს არის მხოლოდ ბოლო პრიორიტეტის ნაწილი“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა შეასრულოს სახელმწიფომ ვაქცინაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% იმუნური ფენა უნდა ჩამოყალიბდეს მაშინ, როცა „სინოფარმი“ გვაქვს, მაგრამ ვერ ვიყენებთ, რადგან მას ჯანმო-ს ავტორიზაცია არ აქვს, „ფაიზერის“ ლიმიტი ამოწურულია, ხოლო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მხოლოდ 55 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს ცრიან, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის გეგმა გარკვეულწილად, დგას საფრთხის ქვეშ.

„ვფიქრობ, ეს 2022 წლის მეორე კვარტლამდე გადაიწევს. მე ასე ვხედავ ამ საკითხს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved